საშა პუკლის ონლაინ-სემინარი ქართველი მსაჯებისთვის

საშა პუკლის ონლაინ-სემინარი ქართველი მსაჯებისთვის

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მსაჯთა კავშირის ორგანიზებით სამუშაო ონლაინ-კონფერენციათა სერია გრძელდება. სუპერლიგის მსაჯთა ინსტრუქტორის, დრაგან ნეშკოვიჩის მოწვევით, მორიგი ონლაინ-კონფერენციის სტუმარი სერბი არბიტრი საშა პუკლი გახლდათ.

პუკლი ევროლიგის გამოცდილი მსაჯია. მას ნამუშევარი აქვს ყველა უმაღლეს საკალათბურთო შეჯიბრზე – ოლიმპიადაზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ხოლო საკლუბო დონეზე ევროლიგის ჩათვლით ყველა ევროტურნირის მატჩებში უმსაჯია.

წუხანდელ ონლაინ-კონფერენციას 30-ამდე მონაწილე ჰყავდა, რომელთა შორისაც როგორც მსაჯები, ისე მწვრთნელები იყვნენ. მსჯელობის თემა ბლოკის დაყენება და მასთან დაკავშირებული არაერთი სათამაშო მოქმედება გახლდათ, რომელიც ძალიან დიდ დაკვირვებას მოითხოვს როგორც მსაჯებისგან, ისე მოთამაშეებისა თუ მწვრთნელებისგან. 

წარმოდგენილი ვიდეო-კლიპების განხილვისა და აღნიშნულ კომპონენტთან პუკლის შეხედულებების გაცნობის  შემდეგ კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გამოცდილ სლოვენიელ მსაჯს ქართველმა არბიტრებმა და მწვრთნელებმა კითხვები დაუსვეს.