“სასოფლომ” ნტდ–ს სამეული დაუმალა

“სასოფლომ” ნტდ–ს სამეული დაუმალა

დღევავდელ ტურში კიდევ უფრო გამძაფრდა ბრძოლა სამეულისთვის. „სასოფლოსა“ და ნტდ-ს დღევანდელი შერკინების მთავარი შტრიხიც ეს იყო. მიხეილ კობეშავიძის გუნდმა სამეულის გზაზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

სამეული საიმისოდ სჭირდებათ გუნდებს, რომ ნახევარფინალში ასცდნენ პირველობა და საკუთარი მოედნის უპირატესობაგანაღდებულ „ენერჯი–ინვესტს“. ეს პირდაპირ განაცხადეს წინასამატჩო პრესკონფერენციაზე „სასოფლოსა“ და ნტდ–ს მწვრთნელებმა. ცხადია, არავის სურს ნახევარფინალში რუსთაველებთან თამაში. ნტდ და „სასოფლო“ ამ შეხვედრამდე ცხრილში გვერდიგვერდ იმყოფებოდნენ და მათ პირად დაპირისპირებას ბევრი რამ უნდა გადაეწყვიტა.საწყის წუთებზე ნუგზარ კანდელაკის შეგირდები დაწინაურდნენ – 14:6, თუმცა სასოფლოელებმა მეტოქის პერიმეტრი მთლიანად მოაშიშვლეს და 13:0 სპურტი მოაწყვეს – 19:14.ისევ და ისევ ზუსტი შორეული ტყორცნების შედეგად მესამე პერიოდის მეცხრე წუთამდე მიხეილ კობეშავიძის სტუდენტები 63:51-ს იგებდნენ, თუმცა ნტდ-ელებმა დროის უმოკლეს მონაკვეთში 9:0 გაქცევა მოაწყვეს და მესამე რაუნდი 63:60 დასრულდა.მეოთხე პერიოდში სასოფლოელთა მწვრთნელმა თამაში შეანელა, სწრაფმა იერიშებმა და სამქულიანებმა იკლო. შესაბამისად იმატა საჯარიმოების რაოდენობამ. თანაგუნდელებს ფარქვეშიდან წამოეხმარა გიორგი ყველაშვილი, რომელიც რამდენჯერმე მეტოქის კალათს ეულად შეატოვა ბექა წივივაძემ. “ნტდ-თბილისის” მხრიდან იყო შორეული ტყორცნების მცდელობები, მაგრამ გუშინ ნუგზარ კანდელაკის გუნდს შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდა.მატჩის სნაიპერი გიორგი მარხვაშვილი გახდა, რომელმაც 6-დან 5 სამქულიანი გამოიყენა და 19 ქულას გამორჩა. მასზე ერთით ნაკლები ჩააგდო გიგი ბარბაქაძემ, რომელიც სასოფლოელთაგან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იყო. ბექა წივწივაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულა, 11 პასი. ნტდ-ს რიგებში ორ კალათბურთელს გამოვარჩევთ, გიგი ბარბაქაძის უფროს ძმას, დათოს (22 ქულა) და პლასიდე როდუმტას, რომელიც შეტევაში მეტად აქტიური იყო – 15 ქულა, 15 მოხსნა.წაგების მიუხედავად ნტდ–ს მესამე ადგილზე გასვლის არცთუ ურიგო შანსი აქვს. ბოლო ტურში, 25 მარტს, კანდელაკის გუნდი თსუ–ს ხვდება, ხოლო „სასოფლო“ – „ავიამშენს“. თუკი „ავიატორები“ და ნტდ მოიგებენ, მეორე–მესამე ადგილებს გაიყოფენ. „ნტდ–თბილისი“ პირად შეხვედრებში „ავიასაც“ სჯობს და „სასოფლოსაც“ და თუკი თსუ–ს დაამარცხებს, მეოთხე ადგილს ასცდება.დღევანდელი დღის მეორე მატჩში შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი ერთ ტაიმს გაუძალიანდა „ავიამშენს“, მეორეში კი ძალა აღარ ეყო და საბოლოოდ 62:82 დამარცხდა