სუპერლიგის მე-4 ტური დღეს თბილისის სპორტის სასახლეში ტარდება. პირველ შეხვედრაში ,,შსს აკადემია” ,,ბათუმს” მასპინძლობს.
გაგაცნობთ მატჩის დაწყებამდე გუნდების მთავარი მწვრთნელების მიერ გაკეთებულ კომენტარებს.
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი): სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შეხვედრაა, მოედნის უპირატესობა ჩვენ და ბათუმს შორის, ალბათ, ჩვენ შორის თამაშებით გადაწყდება. ორივე გუნდს ახალი მოთამაშეები ჰყავს. ფაცაციას სახით ძალიან დიდი ძალა დაგვაკლდა, თუმცა დავიმატეთ ასევე ძლიერი მოთამაშე, გიორგი ცინცაძე, უბრალოდ, პოზიციების მხრივ 3-4 ნომერზე ისევ პრობლემა გვაქვს. მაქსიმალურად ვეცდები არსებული მოთამაშეებით ეს დანაკლისი შევავსო.
მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის” მთავარი მწვრთნელი): ,,შსს აკადემიამ” გიორგი ცინცაძე დაიმატა, მთელმა საქართველომ და ევროპამ იცის, რა დონის მოთამაშეა. თუმცა ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შედეგს მივაღწიოთ. მომავალ ტურში კი ჩვენც დავიმატებთ ახალ მოთამაშეს.