თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა სუპერლიგის პლეიაუტის შეხვედრა შსს კადემიასა და თსსუ-სშორის, სადაც გამარჯვება შსს აკადემიამ მოიპოვა – 87:82.
მატჩის საწყისი ათწუთეული მედიკოსთა სასარგებლოდ წარიმართა( 24;16), თუმცა მეორე მეოთხედში აკადემილებიც გაატქიურდნენ და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ – 43:47. მესამე მეოთხედი კვლავ სამედიცინოს უპირატესობით დაიწყო, შსს აკადემია მდევრის როლში აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ მონაკვეთში დაწინაურდა კიდეც (57:56), თსსუ-მ პერიოდი მაინც თავის სასარგებლოდ დაასრულა – 61:60.
გადამწყვეტ მეოთხედში ,,ძალოვნებმა” შეძლეს თამაშზე მობილიზება და პერიოდის მე-5 წუთისთვის 10-ქულინი სხვაობით 79:69 გავიდნენ წინ, რომელიც შეხვედრის დასრულებამდე შეინარჩუნეს. სამედიცინომ აღნიშნულ მონაკვეთში მეტოქეს სათნადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და მარცხი განიცადა.
შსს აკადემიის გუნდში 21 ქულით ენტონი მმუდი გამოირჩა, ხოლო ტსსუ-ს 25 ქულით მიხეილ ჭოჭუამ ულიდერა. ორმაგი დუბლი შეასრულა ჭოჭუაშ თანაგუნდემა აკაკი დვალიშვილმა, რომლის ანგარიშზეც 12 ქულა და 13 მოხსნაა.
მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე შემდეგი კომენტარები გაკეთდა.
გიორგის კეცელიდისი (შსს აკადემიის მწვრთნელი): პირველ რიგში მინდა აღვნიშნო 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერიის გდააწყვეტი მატჩი. მსურს ,,სოხუმს” ჩემპიონობა მივულოცო და ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო სოხუმელთა ახალგაზარდა მწვრთნელის მიმართ. მე არ ვიცი ვინ არის ის, მაგრამ ახალგაზრდული გუნდისთვის შესანიშნავი მწვრთნელია და მას ნამდვილად ბრწყინვალე მომავალი ელოდება. რაც შეეხება ჩვენი გუნდის თამაშს, შეხვედრა ძალიან ცუდად დავიწყეთ და არცთუ კარგად გავისარჯეთ დაცვასა და მოხსნებში, მაგრამ მიუხედავად ამისა გავიმარჯვეთ, რაც ბიჭების დიდი შემართების დამსახურებაა. ვფიქრობ, დღევანდელი მოტივაცია მათ გასულ თამაშებშიც რომ ჰქონოდათ, აუცილებლად გავიმარჯვებდით. იმედია, მოთამაშეების ეს მოტივაცია მომავალ თამაშებშიც გაჰყვებათ.
რაც შეეხებათ ალენ ტრეპალოვაცსა და მერაბ ბოქოლიშვილს, ტრეპალოვაცმა ფეხის ტრავმა მიიღო, ხოლო ბოქოლიშვილმა ზურგი დაიზინა და ამიტომ დღევანდელ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.
კახა შენგელია (თსსუ- სმწვრთნელი): მივულოცავ ახალგაზრდულ ჩემპიონატში სოხუმის გუნდს გამარჯვებას, ხოლო რა შეეხება ჩვენს მატჩს, ვიტყოდი რომ ღირსეულად ვითამაშეთ, ბიჭებმა თავი არ დაზოგეს და ახლოსაც ვიყავით გამარჯვებას. ვთვლი, რომ პატივი უნდა ვცეთ მოწინააღმდეგ გუნდს, დარბაზში მოსულ მაყურებელს და ღირსეული თამაში ვაცვენოთ, რაც დღეს ძალინ კარგად გამოგვივიდა. მადლობა მოწინააღმდეგს ასეთი კარგი თამაშისთვის და წარმატებას ვუსურვებ შემდეგ მატჩებში.
რაც შეეხება ტრავმებს, კოკა ტომარაძე და მიხეილ ჭიჭუა ვარჯიშზე დაშავდნენ. ჭოჭუამ გამაყუჩებლების ფონზე ითამაშა, ხოლო ტომარაძემ ვერ შეძლო ასპარეზობა.
ალენ ტრეპალოვაცი: ,,სოხუმთან” განცდილი მარცის შემდეგ რთული იყო მოტივაციის პოვნა ამ შეხვედრისთვის, მაგრამ ჩვენმა გუნდსა ეს მოახერხა და გამარჯვება მოიპოვა. ჩვენი შემდეგი მეტოქე ,,დინამო” იქნება და იმედია სეზონს მოგებით დავასრულებთ.
მიხეილ ჭოჭუა: ბოლომდე ვივრძოლეთ და რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, მაგრამ სამწუხაროდ არ გაგვიმართლა.