თბილისის სპორტის სასახლეში იწყება სუპერლიგის ნახევარფინალური
სერიის მეორე მატჩი „შსს-აკადემიასა“ და „ბათუმს“ შორის. სერიაში 1:0 აკადემიელები
ლიდერობენ. მატჩის დაწყებამდე მწვრთნელებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს:
კოტე ტუღუში,
„შსს-აკადემიას“ მთავარი მწვრთნელი:
„კარგია, რომ სერიის პირველი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ
ეს არაფერს ნიშნავს. ყველაფერს ვაკეთებ, რომ პირველი წარმატებული მატჩი დავიწყებულ
იქნას და ბიჭები დღევანდელ მატჩს სრული მობილიზებით შეხვდნენ. წინ მთელი სერიაა და
დღევანდელ მატჩში გამარჯვება ძალიან გვჭირდება, რადგან მოედნის უპირატესობა შევინარჩუნოთ.
ვიცი, რომ არ იქნება იოლი მატჩი და ბათუმელები ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვების მოსაპოვებლად“.
დავით უსტიაშვილი,
„ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი:
„გუნდში ჩვეულებრივი, სათამაშო განწყობაა. ჩვენი მთავარი
ამოცანა დაცვის გამოსწორებაა, რადგან წინა მატჩში ძალიან ცუდად ვითამაშეთ ამ კომპონენტში.
თუ მოვახერხეთ დაცვიდან თამაში, წარმატებაზე ფიქრიც შეიძლება“.