ბათუმში დასრულდა სუპერლიგის მეორე წრის პირველი ტურის
მორიგი მატჩი ადგილობრივ ,,ბათუმსა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, სადაც
,,ძალოვნებმა“ დიდი ანგარიშით 96:56 იმარჯვეს.
შსს-მ ყველა მეოთხედში აჯობა მეტოქეს
და მეორე წრე იოლი გამარჯვებით გახსნა. მოგებულთა შემადგენლობაში საუკეთესო ტრეისი
სმიტი იყო, რომელმაც 24 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო ლარი ბლერსა
(19ქ.9პ) და ნოდარ თენიეშვილს (14ქ.9მ) ორმაგ დუბლამდე თითო პასი და მოხსნა დააკლდათ.
,,ზღვისპირელთა“ მხრიდან გამოირჩა გიორგი რევაზაშვილმა, რომელიც 10 ქულითა და 11 მოხსნით
ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სუპერლიგის მეორე წრის პირველი
ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა რუსთავში, სადაც ,,სოხუმმა“ ადგილობრივი რუსთავის
გუნდი 74:71 დაამარცხა (http://superleague.ge/news.php?uin=607).