შსს–მ უმწვრთნელო დინამოს მოუგო

შსს–მ უმწვრთნელო დინამოს მოუგო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა დაგეგმილი გამარჯვება მიითვალა
აუტსაიდერ „დინამოსთან“. დინამოელებს ერთადერთი გამარჯვება აქვთ მიმდინარე სეზონში
მოპოვებული, დღეს კი სუპერლიგის ერთ–ერთ ფავორიტთან მწვრთნელის გარეშე ითამაშა.

ასეთ პირობებში ისედაც აუტსაიდერ „დინამოს“ შანსი მინიმალური ჰქონდა.
დავით თორთლაძეს არც ასისტენტი ჰყავს და დინამოელები თამაშზე მარტონი გავიდნენ.
როგორც მოთამაშეებმა განაცხადეს, მწვრთნელს მაღალი სიცხე აქვს და თამაშზე მოსვლა
ვერ მოახერხა.

შსს–მ პირველივე მეოთხედში დაანახვა მეტოქეს, რომ ამ შეხვედრაში
წარმატების შანსი არ უნდა ჰქონოდათ. საწყისი ათწუთეული დავით უსტიაშვილის
გაწვრთნილმა ძალოვნებმა 24:4 მოიგეს, რითაც ყველაფერი გაირკვა. მწვრთნელმა ყველა
შსს–ელს მისცა მოედანზე გასვლის უფლება და ქულებიც მეტ–ნაკლებად თანაბრად
გადანაწილდა. თუმც  სოსო შერმადინი მაინც
გამოსარჩევია, რომელმაც 18 ქულა და 14 მოხსნა მოიპოვა.