ვაჟა კვარცხელია
(“სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): სასიამოვნოა ისეთ გუნდთან შეხვედრა როგორიც „არმიაა“ – ძლიერი, ყველანაირად მოსეწრიგებული და
ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტი. დღევანდელ მატჩზე ორიენტირებულნი არ ვართ და ვემზადებით
29 აპრილისთვის, სადაც პლეი ოფში როგორც გაირკვა, ჩვენი მეტოქე ქუთაისი იქნება.
სამწუხაროდ, დღეს ტრავმის გამო დანაკლისი გვაქვს. არ
გვეყოლება ირაკლი ჩლაიძე და რატი ბააკაშვილი. ჯერემი საიმონსი, როგორც გადაწყდა,
ჩვენს გუნდში რჩება სეზონის ბოლომდე, რადგან კონტრაქტი ჩაეშალა საუდის არაბეთის გუნდთან.
დღევანდელი თამაშის შანსებს 70×30ზე შევაფასებდი „არმიის“ სასარგებლოდ.
კოტე ტუღუში (“არმიის” მთავარი მწვრთნელი):
სამწუხაროა, რომ ასეთი არასასიამოვნო ინფორმაცია
გავიგე და „სოხუმის“ ფინანსურ პრობლემებს ტრავმიანობაც
დაემატა. მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო ვაჟა კვარაცხელიას მიმართ. ისეთი გუნდი, როგორიც სოხუმია, ასეთ მდგომარეობაში
ნამდვილად არ უნდა ხვდებოდეს პლეი ოფს. რაც შეგვეხება ჩვენ, მაქსიმალურად ვემზადებით
საინტერესო და დაძაბული მატჩებისთვის და შევეცდებით
დღევანდელი თამაშიც სათანადოდ გამოვიყენოთ.