,,სოხუმი”-,,მაქაბის” წინასამატჩო პრესკონფერენცია

მე–6
ტურის ბოლო შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში ,,სოხუმსა’’ და ,,მაკაბს’’ შორის გაიმართება.
თამაშის დაწყებამდე გუნდების მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი
მწვრთნელი):   ,,მაკაბი’’
ახალგაზრდა და პერსპექტიული გუნდია, თუმცა დღეს ფავორიტები ვართ და შევეცდებით დაგეგმილი
გამარჯვება მოვიპოვოთ.

ჯამლეტ ხუხაშვილი(,,მაკაბის’’ მთავარი
მწვრთნელი):  ვეთანხმები
მეტოქე გუნდის მწვრთნელს, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ არაერთი კალათბურთელი აღზარდა
და ბევრი კარგი ქართველი მოთამაშე დაუბრუნა ქვეყანას. ,,სოხუმში’’ ბევრი კარგი კალათბურთელია
და მხოლოდ და მხოლოდ ჩავარდნების ბრალია, რომ ამ გუნდს ქულების მაქსიმუმი არ აქვს.
დღეს ,,სოხუმი’’ ფავორიტია, გამიხარდება, თუკი წარმატებას მივაღწევთ, თუმცა ჩვენ, ფაქტობრივად,
ის გუნდი ვართ, რომელიც მხოლოდ ღირსეული წინააღმდეგობის გაწევაზე ფიქრობს. გიორგი რევაზაშვილი
გვაკლია, ერთ–ერთი ყველაზე პერსპექტირული კალათბურთელი. მის გარეშე ჩვენი გუნდი არ
არის ისეთი ძლიერი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი მიზანი ფერიაშვილის და რევაზაშვილების
გაზრდაა.