“სოხუმი” პროტესტის ნიშნად ბათუმთან სათამაშოდ არ გავიდა

 ვიდეოგალერეა

სუპერლიგის მორიგი ტურის ცენტრალური მატჩი “შოხუმი”
– “ბათუმი” არ ჩატარდა. სოხუმელთა გუნდი სპორტის სასახლეში მოვიდა, მატჩისწინა
მოთელვაზეც გამოვიდა, მაგრამ თამაშზე უარი თქვა. გუნდის ერთ-ერთმა წევრმა – რატი ბააკაშვილმა
მიკროფონი მოითხოვა, მაყურებლებს (მატჩი პირდაპირ ეთერში უნდა გადაცემულებულიყო), გულშემატკივრებს
და სუპერლიგის ხელმძღვანელობას ბოდიში მოუხადა და გუნდის სახელით მატჩზე უარი განაცხადა.

აღნიშნულ საპროტესტო აქტს მოჰყვა პრესკონფერენცია, სადაც
თავი გუნდის ყველა მოთამაშემ, მწვრთნელებმა და გუნდის თანამშრომლებმა მოიყარეს თავი
და შეკრებილ ჟურნალისტებსა და საზოგადოებას თავისი სათქმელი გადასცეს.

განცხადება გააკეთა გუნდის კაპიტანმა, ირაკლი ჩლაიძემ,
რის შემდეგაც თავისი აზრი მთავარმა მწვრთნელმა – ვაჟა კვარაცხელიამაც დააფიქსირა.

 გთავაზობთ აღნიშნული მოვლენების ამსახველ
ვიდეომასალას.