სოხუმი-ქუთაისის წინასამატჩო პრესკონფერენცია

ვაჟა კვარაცხელია
(„სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): „ქუთაისი“ ჩვენთვის
ყოველთვის უხერხული მეტოქე იყო, ეს გუნდი ერთ-ერთი პრეტენდენტია ჩემპიონობისა და წინ  ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩი გველის. ვპირდებით მაყურებელს რომ თამაშით აუცილებლად
ისიამოვნებს და შეხვედრა სანახაობრივი იქნება. ქუთაისელმა გულშემატკივარმა ორივე თამაშით
უდიდესი სიამოვნება მიიღო და ასევე იქნება თბილისშიც.  

 მედე მხეიძე (“ქუთაისის” მწვრთნელი): საჩემპიონო
გუნდი ვართ და ყველანაირად ვეცდებით  რომ დღევანდელი
და ხვალინდელი თამაში შესაბამისად ჩავატაროთ. იმედია, როგორც გულშემატიკივარი, ასევე მასმედიაც  ისიამოვნებს ამ მატჩით.