სოხუმის ბათუმური მოგება

სოხუმის ბათუმური მოგება

სუპერლიგის მე-6
ტური დღეს  ზღვისპირელთა დაპირისპირებით დაიწყო. ბათუმმა სოხუმს უმასპინძლა და 71:82 დამარცხდა. მატჩის პირველი
პერიოდი სოხუმის 4-ქულიანი უპირატესობით დასრულდა, შეხვედრის პირველი ტაიმიც მასპინძლებმა
მოიგეს,

ანგარიშით – 39:31.  მესამე პერიოდში
მატჩში ქულათა სხვაობა 6-მდე შემცირდა, თუმცა სოხუმმა თამაში იმავე ტემპში გააგრძელა
და  საბოლოოდ მეტოქეს დამაჯერებლად – 11-ქულიანი
სხვაობით მოუგო. გამარჯვებულთა მხრიდან 28 ქულით საუკეთესო იუჯინ ჰარისი გახლდათ, ხოლო
ბათუმელთაგან 21 ქულა ლაშა კეშელავას ანგარიშზეა. სუპერლიგის  მე-6 ტურის დანარჩენი შეხვედრები ხვალ თბილისი სპორტის
სასახლეში გაიმართება.