სოხუმმა 4-მატჩიანი უიღბლობა ოლიმპთან შეწყვიტა

სოხუმმა 4-მატჩიანი უიღბლობა ოლიმპთან შეწყვიტა

 სტატისტიკა
 გალერეაგუშინ ქუთაისსა და ბათუმში დაწყებული სუპერლიგის მე-16
ტური დღეს თბილისში გრძელდება. ახალ სპორტის სასახლეში დაგეგმილი 2 შეხვედრიდან პირველი
უკვე დასრულდა. ერთმანეთს ცხრილში მეზობლები – „სოხუმი“ და „ოლიმპი“ შეხვდნენ. ორივე
გუნდისთვის მოგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან წაგებული ცხრილში კიდევ უფრო დაეშვებოდა
და ოთხეულს დაშორდებოდა.

სუპერლიგაში დებიუტი ჰქონდა „ოლიმპის“ მთავარ მწვრთნელ
ლეონიდ ივატინს, რომელმაც გუნდი ახალი წლის პირველ დღეებში ჩაიბარა და ჯერ ქორქია-საკანდელიძის
მემორიალზე, მერე კი თასის გათამაშების მეოთხედფინალში ათამაშა. ის უიღბლო სერია, რომელიც
ამ ტურნირებში ჰქონდა, ივატინმა სუპერლიგაშიც გააგრძელა. სოხუმელებმა, რომლებმაც გუნდიდან
ამერიკელი მოთამაშე, მეთიუ გლოვერი გაუშვეს, ზედიზედ 4 წაგების შემდეგ პირველად გაიმარჯვეს.
„ოლიმპმა“ სოხუმელებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მიმდინარე ჩემპიონატში
მე-9 მარცხი განიცადა.

ოლიმპელები პირველ ტაიმში 12 ქულას აგებდნენ, თუმცა
დიდი შესვენებისთვის ეს დეფიციტი მთლაინად გააბათილეს – 35:35. მესამე მეოთხედიდან
სოხუმელებმა ისევ მოტივირებულად დაიწყეს თმაში და 6 წუთში 15-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს.
ამ ჩამორჩენის გაბათილება უკრაინელი სპეციალისტის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა ვეღარ შეძლეს
და 10 ქულით – 64:74 დამარცხდნენ.

სოხუმელებს ეროვნული ნაკრების წევრმა, ლევან ფაცაციამ
ულიდერა, რომელმაც მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი – 17 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
15 ქულა დაგროვდა გივი ბაქრაძის ანგარიშზე, რომელმაც 7 ქულა მატჩის მიწურულს მიყოლებით
ჩააგდო და სოხუმელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. 13 ქულით და 6 პასით დაასრულა
შეხვედრა ამერიკელმა ფილიპ მილერმა. „ოლიმპში“ 18 ქულით საუკეთესო იყო რეზო როგავა. 

მატჩისშემდგომი კომენტარები

ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): ბიჭებმა
კარგად ითამაშეს. დალაგებულად და გააზრებულად მოქმედებდნენ, გუნდში იგრძნობოდა ერთიანობა
და არავინ აფუჭებდა საქმეს.  ჩვენ დავემშვიდობეთ
მეთიუ გლოვერს, რომელიც არ ჯდებოდა გუნდის სათამაშო სქემაში და როგორც ნახეთ, პირველივე
მატჩზე საკმაოდ ძლიერ მეტოქეს ვძლიეთ.
ლეონიდ ივატინი („ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი): ძალიან ცუდია რომ წავაგეთ. შემდეგ მატჩში აუცილებლად გავიმარჯვებთ.