სოხუმმა ბათუმში 10 ქულით იმარჯვა

სოხუმმა ბათუმში 10 ქულით იმარჯვა

სტატისტიკა სუპერლიგის მორიგი, მე-13 ტური დღეს რეგიონებში 2 მატჩით
დაიწყო. ირველი შეხვედრა აჭარაში გაიმართა, სადაც „ბათუმმა“ „სოხუმს“ უმასპინძლა და
10 ქულის სხვაობით – 78:88 დამარცხა.

პირველი წრის შემდეგ „ბათუმს“ 4 მოგება ჰქონდა და ერთ-ერთ
ფავორიტად განიხილებოდა, ხოლო სოხუმელებს საწყისი 8 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 გამარჯვება
ჰქონდათ. მეორე წრიდან ამ გუნდების შედეგიანობა შეიცვალა. ბათუმელებმა მეორე წრის
6 ტურიდან უკვე 4 შეხვედრა წააგეს, „სოხუმმა“ კი დღეს ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და
სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.

დღევანდელი მატჩი სოხუმელთა მწობრი და შედეგიანი თამაშით
დაიწყო. კარგ დაცვასა და სწრაფი შეტევებს სოხუმელები შორ სროლებსაც უნაცვლებდნენ. განსაკუთრებით
გამოსარჩევი იყო ოთარ ბულიავას შედეგიანობა, რომელმაც პირველ ტაიმში სოხუმელთა მოპოვებული
45 ქულიდან 22 პირად ანგარიშზე ჩაიწერა.

ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილმა სოხუმელებმა პირველი ათწუთეული
27:22 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდეს. მესამე პერიოდი
სტუმრების სწრაფი თამაშით დაიწყო და 3 წუთში „სოხუმმა“ ლიდერობა 17 ქულამდე გაზარდა
– 56:39. ამას დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა ბათუმელებმა შედეგიანად უპასუხეს – ძირითადად
შორი სროლებით ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს და შეხვედრის 29-ე წუთისთვის ანგარიში
60:62 გახდა.

ბოლო პერიოდი სოხუმელთა 5-ქულიანი ლიდერობით დაიწყო,
თუმც მასპინძლებმა სტუმრებს ეფექტური ვერაფერი დაუპირისპირეს და „სოხუმის“ ლიდერობამ
ისევ 10 ქულას გადააჭარბა. მატჩი ისე ჩამთავრდა, გონივრულად მოთამაშე სტუმართა ლიდერობას
საფრთხე არ დამუქრებია. გამარჯვებულებს 28 ქულით ოთარ ბულიავამ ულიდერა. 19 ქულა,
11 მოხსნა და 6 პასი მიითვალა დუეინ ლათანმა, 13 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა დავით ბარბაქაძის
ანგარიშზე. „ბათუმში“ 20 ქულით ბომბარდირი გახდა ილია შემოსიუკი, 17 ქულა დააგროვა
ბესო ლეჟავამ, ხოლო კრისტოფერ პელჩერის ანგარიშზე 16 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
დავით უსტიაშვილი (ბათუმის მთავარი მწვრთნელი):
“სოხუმმა”გარგად ითამაშა, მშვენივრად გაისარჯა ბულიავა, ჩვენ კი ჩავარდნები გვქონდა. შანსი მიგვეცა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ”.
ნუგზარ ჭეიშვილი (სოხუმის მთავარი მწვრთნელი):
“მოხარული ვარ ისეთ ძლიერ გუნდთან გამარჯვებით, როგორიც “ბათუმია”. მით უფრო, რომ 3 მოთამაშე – ბოქოლიშვილი, ტომრაძე და ბერუაშვილი გვაკლდა. გუნდმა შეასრულა დავალება, რომელიც მიიღო. გაამართლა შერჩეულმა ტაქტიკამ და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოვიპოვეთ, რასაც ვულოცავ ჩვენს გუნდს. ვნახოთ, რა იქნება, წინ ბევრი მატჩებია”.