სოხუმმა იოლად მოიგო, თსუ-მ შსს დამატებით დროში დაამარცხა

სოხუმმა იოლად მოიგო, თსუ-მ შსს დამატებით დროში დაამარცხა

გუშინ ბათუმში დაწყებული ტური დღეს თბილისის სპორტის
სასახლეში გრძელდება. დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ,,სოხუმი” და სტუ დაუპირისპირდნენ,
რომელიც სოხუმელებმა იოლად 98:55 მოიგეს.

გამარჯვებულთა რიგებში 28 ქულით ლაშა ფარღალავა
გამოირჩა, ხოლო სტუ-ს მხრიდან საუკეთესო 17 ქულით აკაკი ლომოური გახლდათ. დიდ  ინტერესს
იწვევდა ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც ერთმენეთს შინაგან  საქმეთა სამინისტროს გუნდი და თსუ ხვდებიოდნენ.
მატჩი ძალიან დრამატულად წარიმართა:  პირველივე
წუთებიდან თამაში ქულა-ქულაში წავიდა, პირველი მეოთხედი შსს-მ 30:28, ხოლო ტაიმი ერთი
ქულის სხვაობით – 52:51 მოიგო. მესამე მეოთხედში თამაში იგივე ტემპით გაგრძელდა, ხოლო
დაძაბულობამ პიკს მეოთხე მეოთხედში მიაღწია, რომელიც თსუ-ს უპირატესობით წარიმართა
და ძირითადი დრო ფრედ – 84:84 დასრულდა. ოვერტაიმი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა და
საბოლოოდ თსუ-ს გამარჯვებით – 98:96 დასრულდა. შსს-ს მხრიდან ორმაგი დუბლით, 21 ქულითა
და 11 მოხსნით საუკეთესო ჟულივეტ ტუჯანი  გახდა,
ხოლო თსუ-ს რიგებში 32 ქულით მიხეილ ფანჩულიძე გამოირჩა. 21 ქულითა და 11 პასით ორმაგი
დუბლი შეასრულა გიორგი გაფრინდაშვილმა, რომლის ანგარიშზეც და მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც
13 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.

  აღსანიშნავია,
რომ დღეს თსუ-ს ორი კალათბურთელი გახლდათ იუბილარი: გიორგი გაფრინდაშვილი და დავით
ხიზანიშვილი.