სოხუმმა ქუთაისის რეკორდი გააუმჯობესა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტატისტიკა
გალერეა 

თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა სუპერლიგის მე-6
ტურის დასკვნითი შეხვედრა ,,სოხუმსა” და ,,მაქაბს” შორის, რომელშიც ზღვისპირელებმა 129:74 იმარჯვეს
და ქუთაისის 117-ქულიანი რეკორდი 12 ქულით გააუმჯობესეს. აღსანიშნავია, რომ აქამდე
გუნდური რეკორდი ქუთაისელებსაც ,,მაქაბისთან” ჰქონდათ დამყარებული.

მატჩის ბედი
თავიდანვე იყო გადაწყვეტილი, შეხვედრის საწყისი ათწუთეული 45:15 დასრულდა, რის შემდეგაც
მატჩის სცენარი აღარ შეცვლილა…

 სოხუმელთა შემადგენლობაში
22 ქულა ირაკლი ჩლაიძემ დააგროვა, რომელსაც ერთი 
ქულით ჯერემი საიმონსი (21) ჩამორჩა.

„მაქაბის“ მხრიდან  ორმაგი დუბლით ერთბაშად ორი კალათბურთელი გამოირჩა
– 24 ლევან რევაზაშვილი  (24 ქულა, 11 მოხსნა)
და გიორგი ფერიაშვილი (18 ქულა, 14 მოხსნა). 

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი
მწვრთნელი): მადლობა ,,მაკაბის’’ გუნდს და მადლობა ბატონ ჯამლეტს
ამ გუნდის დაბრუნებისთვის. რევაზაშვილები ძალიან პერსპექტიული ბავშვები არიან, ასევე
ფერიაშვილიც, ძალიან კარგი თაობა იზრდება, მათგან 2 მაინც მოხვდება ეროვნულ ნაკრებში.
წარმატებებს ვუსურვებ მათ მომავალში.

მიხეილ ხუხაშვილი(,,მაკაბის’’ მწვრთნელი):
 თამაში არ გამოგვივიდა,
ტრადიციასავით ჩამოყალიბდა, რომ ,,მაკაბი’’ ბევრს აგებს. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ
ბიჭების უმეტესობისთვის ეს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის პირველი სეზონია. ჩვენი მიზანია
აღვზარდოთ რევაზაშვილები, 4 ძალიან ნიჭიერი ძმა და ასევე ფერიაშვილი. სოხუმშიც ძალიან
ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი კალათბურთელია და სწორედ მათი განვითარება უნდა იყოს ჩვენი
ყველას საერთო მიზანი. მადლობა ,,სოხუმს’’ ასეთი ლამაზი თამაშისთვის. სამწუხაროდ, ჩვენს
ბიჭებს დღეს არაფერი გამოუვიდათ. რატი ბააკაშვილი(სოხუმი):  ვგეგმავდით ამ გამარჯვებას, პირველივე მეოთხედში
მოვიპოვეთ დიდი უპირატესობა და არ გაგვიჭირდა ამის შენარჩუნება. დავეთანხმები მწვრთნელებს,
,,მაკაბი’’ ახალგაზრდული გუნდია და წარმატებებს ვუსურვებ მას, რევაზაშვილის და ფერიაშვილის
წინააღმდეგ თამაში მართლაც რთულია.