თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა მეოთხედინალურის სერიის განმეორებითი
შეხვედრა ,,სოხუმსა” და შსს აკადემიას შორის, სადაც სოხუმელებმა დრამატულ მატჩში 81:79 დაამარცხეს მეტოქე.
,,ზღვისპირელბმა სერიაში 2:0 სძლიეს აკადემიელებს და ნახევარფინალური საგზური მოიპოვეს. მატჩის პირველი ათწუთეული სოხუმელთა სასარგებლოდ დაიწყო, რომელთაც საწყის პერიოდში დამაჯერებლად, 26:16 აჯობეს მოწინააღმდეგეს. მეორე მეოთხედში შსს აკადემია ძალიან აქტიურად ათამაშდა, შესანიშნავად გაისარჯა დაცვაში და დიდ შესვენებაზე 3 ქულიანი უპირატესობით 38:35 გავიდა. დაძაბულად წარიმართა მესამე მეოთხედი, სადაც გუნდებს შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. აღნიშნული მეოთხედის მე-4 წუთზე აკადემიელები თავიაანთ სასარგებლოდ 54:49 დააფიქსირეს, ხოლო პერიოდის დასრულებამდე 2 წუთით ადრე პოზიციები უფრო გაიმყარეს და 10 ქულით გავიდნენ წინ – 61:51. მიუხედავად ამისა, სოხუმის გუნდმა, რომელიც თითქმის მთელი მეოთხედის განმავლობაში მდევრის როლში იმყოფებოდა, თამაშზე მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინა და ლაშა ფარღალავასა და ჯოშუა ჯეკსონის სამქულიანების წყალობით, პერიოდის მიწურულს 3 ქულამდე
დაიყვანა
სხვაობა – 60:63. დასკვნითი მეოთხედი სოხუმის გუნდმა მობილიზებულად დაიწყო და პერიოდის მე-4 წუთზე რაიან რიჩარდისის ზუსტი საჯარიმოების ხარჯზე დაწინაურება მოახერხა – 70:69. იმავე რიჩარდსონმა შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 2:35 წუთით ადრე სოხუმელები 77:73 გაიყვანა წინ, თუმცა შსს აკადემიის უკანახაზელმა ლარი ბლერმა თავისი ზუსტი შორეული ტყორცნებისა და საჯარიმოების წყალობით საყაიმო ანგარიში დააფიქსირა – 77:77. დარჩენილ დროში უპირატესობის მოპოვება სოხუმელებმა მოახერხეს და შეხვედრის ბოლო წუთს 81:77 გავიდნენ წინ. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ლარი ბლერმა სხვაობა 2- ქულამდე შეამცირა (79:81), თუმცა ბოლო წამებზე ფარქვეშიდან ბურთი ვეღარ მოათავსა კალათში და ნახევარფინალური საგზურიც სოხუმის გუნდს დარჩა.
გამარჯვებულთა რიგებში 17 ქულით ლაშა ფარღალავა გამოირჩა, ხოლო შსს კადემიას 31 ქულით ლარი ბლერმა ულიდერა.
მატჩის შემდგომმა პრესკონფერენციზე აღნიშნული გუნდების მწვრთნელებისა და მოთამაშეების მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა.
ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მწვრთნელი): როგორც წინა პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, მეორე მატჩი უფრო დაძაბული გამოვიდა. მოხარული ვარ, რომ შეხვედრაში ქართველების ხარჯზე ვიმარჯვეთ. რა შეეხებათ სერგო ათუაშვილსა და ირაკლი ჩლაიძეს მათ ავადმყოფობის გამო ვერ ითამაშეს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი კლუბის პრეზიდენტს მინდია გულუას, რომელმაც ბრწყინვალე პირობები
შეგვიქმნა
. თბილისის სპორტის სასახლეში ვარჯიშმა შედეგი ნამდვილად გამოიღო. ნახევარფინალში ,,არმიას” ვხვდებით და ვფიქრობ გულშემატკივარი ძალიან ლამაზ და სანახაობრივ მატჩს იხილავს. ვფიქრობ, რომ ნახევარფინალურ სერიაში
მეტოქე
ადვილად ნამდვილად ვერ შეძლებს დაგვამარცხებს.
გიორგის კეცელიდისი (შსს აკადემიის მწვრთნელი): პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი გუნდის მოთამაშეებს და განსაკუთრებით ქართველ კალათბურთელებს. ძალიან ვამაყობ მათით. ჩვენ ყოველდღე თავდაუზოგავად ვმუშაობდით, დილით 2 საათით და საღამოს 3 საათით ვვარჯიშობდით და განუწყვეტლივ ვშრომობდით. მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა რომ ბევრი კი არ იმუშაო, არამედ ჭკვიანურად უნდა მოიქცე. ჩვენი ბიჭები მთელი სეზონის მანძილზე ვარჯიშობდენენ, მაგრამ სოხუმის გუნდმა პლეიოფამდე სამი ძლიერი ლეგიონერი დაიმატა და ნახევარფინალში გავიდა. პლეიოფამდე გუნდის ლეგიონერებით გაძლიერება არასწორად მიმაჩნია. ეს არამხოლოდ რომელიმე კონკრეტული გუნდისთვის, არამედ მთლიანად კალათბურთისთვის და ჩემპიონატისთვისაა არასასურველი. შეიძლება გუნდმა თამაში მიგოს, მაგრამ საბოლოოდ კალათბურთი ვერ განვითარდეს. ერთი კვირის შემდეგ იმედია ჟურნალისტებთან შეხვედრის საშუალება მექნება, სადაც დეტალურად ვისაუბრებ ამ თემაზე.
ლევან ფაცაცია: დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს ასეთი მხრუვალე ქომაგობისთვის და ჩვენს მწვრთნელს ვაჟა კვარაცხელიას. ავადმყოფობის გამო ერთი კვირა არ მივარჯიშია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მწვრთნელმა დღეს შანსი მომცა და მადლობა მას ასეთი ნდობისთვის. რაც შეეხება მატჩს, ვფიქრობ მოვიგეთ იმის ხარჯზე, რომ დღეს მაქსიმაუმი გავიღეთ. ჩვენ გაცილებით მეტი პოტენციალი გვაქვს, მაგრამ შეთამაშება გვაკლია. ამ ბარიერის დაძლევის შემდეგ ჩვენს გულშემატკივარს ძალიან სასიამოვნოდ გავაოცებთ.
რაიან რიჩარდსი: დიდი მადლობა სოხუმის გუნდს და ჩემს თანაგუნდელებს, რომლებმაც ძალიან კარგად მიგვიღეს. მოხარული ვარ რომ მე და კიდევ ორმა ახალმა ლეგიონერმა სოხუმი ასე გავძლიერეთ.
ლექსო ლაფანაშვილი: ვფიქრობდით, რომ დღეს აუცილებლად გავიმარჯვებდით,. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ბოლო მომენტში არ გაგვიმართლა.სპორტული იღბალი დღეს ჩვენთან არ იყო. ბლერის მიერ ნასროლი ბურთი რომ ჩავარდნილიყო, არავინ იცოდა დამატებით დროში რა მოხდებოდა. ვულოცავ ,,სოხუმს” ამ გამარჯვებას.
გიორგი ნიკოლაძე: შსს აკადემიის პროგრესი აშკარა იყო. უცხოელმა მწვრთნელმა ევროპული კალათბურთი დაგვანახა და სწორი მიმართულება მოგვცა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი ვერ გავიდა ნახევარფინალში, მომავალში კვლავ სწორი მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.