სუპერლიგის პლეიოფის მორიგ მატჩში
ერთმანეთს შსს აკადემიისა და სოხუმის გუნდები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა უაღრესად დაძაბული
გამოდგა და საბოლოოდ სოხუმელთა გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქე 82:78 დაამარცხა
და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
მატჩის საწყისი ათწუთეული ,,სოხუმის” სასარგებლოდ წარიმართა და მათივე უპირატესობით 22:17 დასრულდა.
,,ზღვისპირელებმა” მეორე მეოთხედი კიდევ უფრო დამაჯერებლად ჩაატარეს და ტაიმში სოლიდური სხვაობით,
44:27 იმარჯვეს. მესამე მეოთხედის ბოლოს აკადემილები მეტოქეს 13 ქულით ჩამორჩნენ
– 50:63, ხოლო დასკვნითი მეოთხედში, რომელიც
ძალიან დრამატული გამოდგა,
,,ძალოვნებმა” შეძლეს თამაშზე
მობილიზება და შეხვედრის დასრულებამდე 3:09 წუთი ადრე ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს – 68:78. შეხვედრის
ამ მონაკევთში აქტიურად ათამაშდა დავით იმნაძემ, რომელმაც ფარქვეშიდან უმნიშვნელოვანესი
2 ქულიანი მოათავსა სოხუმელთა იკალათში და 72:78 დააფიქსირა. იმნაძის მორიგი 2-ქულიანის
ხარჯზე აკადემიელები მეტოქეს წამოეწივნენ (74:78), რასაც სოხუმელთა ახალწვეული ლეგიონერის რაიან რიჩარდსის პერსონალი ფოლი მოჰყვა. რიჩარდსმა ფოლი ლარი ბლერისთან
პაექრობაში მიიღო, ხოლო სოხუმის სათადარიგო სკამმა – ტექნიკური ჯარიმა. ლარი ბლერმა 4 საჯარიმო ისროლა,
4-ვე ზუსტად გამოიყენა და ანგარიშიც გათანაბრდა – 78:78.
შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამი რჩებოდა, თუმცა
შსს აკადემიამ დარჩენილ დროში შანსი ვეღარ გამოიყენა. გიორგი ნიკოლაძის არასპორტული ჯარიმის ხარჯზე ლაშა ფარღალავამ 2 საჯარომო ტყორცნა შეასრულა და ძირითადი დროის დასრულებამდე 7:7 წამით ადარე სოხუმის გუნდი წინ გაიყვანა – 80:78. 7 წამში ,,ზღვისპირელებმა’“
ზემოთხსენებული ფარღალავას მორიგი საჯარიმოების წყალობით კიდევ 2 ქულა მიითვალეს და მეოთხედფინალური
სერია მოგებით გახსნეს.
შსს აკდემიის შემადგენლობაში 22 ქულით ლარი ბლერი გამოირჩა,
ხოლო სოხუმის გუნდში 27 ქულით – ლაშა ფარღალავა. რაც შეეხება სოხუმის ახალწვეულ ლეგიონერებს,
რომლებსაც დღეს სუპერლიგაში დებიუტი ჰქონდათ,
ჯოშუა ჯეკსონმა 17 ქულა დააგროვა, სფეფან მილოშევიჩმა – 8 ქულაა, ხოლო რაიან რიჩარდსმა 18 ქულითა და 10 მოხსნით
ორმაგი დუბლი შეასრულა.
მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ,,სოხუმისა”
და შსს კადემიის მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.
ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მწვრთნელი): ძალიან დაძაბული თამაში იყო. შსს აკადემია ბრწყინვალე გუნდია და შესანიშნავი ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული და ჩინებული მწვრთნელი ჰყავს. ვიცოდი რომ დღეს გავიმარჯვებდით, რადგანაც ძალიან მჯეროდა ჩვენი ბიჭების. რაც შეეხება ახალწვულებს, დღეს სუპერლიგაში მათი დებიუტი შედგა და ბევრს ვერაფერს გეტყვით. ნელ-ნელა შეთამაშდებიან გუნდთან და უკეტეს შედგს აჩვენებენ.
გიორგის კეცელდისი (შსს აკადემიის მწვრთნელი): მივულოცავ სოხუმის გუნდს ამ წარმატებას., რომელიც ძალიან კარგი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვამაყობ ჩვენი გუნდის ბიჭების თამაშით ბოლო 15 წუთის განმავლობაში.
სტეფან მილოსევიჩი: მადლობა მოწინააღმდეგე გუნდს ასეთი ბრწყინვალე მატჩისთვის. ჩემს გარდა გუნდში კიდევ ორი ახალი ლეგიონერი ირიცხება და ვფიქრობ დღეს ჩვენთვის შესანიშნავი დებიუტი შედგა და გუნდმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენა.
ჯოშუა ჯეკსონი: როგორც მილოსევიჩმა აღნიშნა, მეტოქემ ჩინებულად იასპარეზა. თამაში 40-ვე წუთის განმავლობაში საინტერესო და დაძაბული იყო., განსაკუთრებით კი მეორე ტაიმში, სადაც შსს აკადემია ძალიან გააქტიურდა. წინ რთული განმეორებითი მატჩი გველის და ის შეცდომები, რომელიც დღეს დავუშვით მომავალი შეხვედრისთვის აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ და უკეთესი თამაში ვაჩვენოთ.
დავით იმნაძე: ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. მოვემზადებით შემდეგი მატჩისთვის და დღევანდელ შეცდომებს გამოვასწორებთ. ვულოცავ ,,სოხუმს” და მის მწვრთნელს ამ წარმატებას.