სოხუმმა თსუ ბოლოს დაამარცხა; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

სოხუმმა თსუ ბოლოს დაამარცხა; მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

სუპერლიგის მეორე წრის მე-6 ტური, რომელიც გუშინ რუსთავში
დაიწყო, დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება.  დღის პირველ მატჩში ერთმანეთს ,,სოხუმი“ და თსუ
დაუპირისპირდნენ, სადაც სოხუმელებმა 89:83 სძლიეს მეტოქეს.

 შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა.
მატჩის პირველი ნახევარი ,,ზღვისპირელთა“ სასარგებლოდ წარიმართა, რომლებიც დიდ შესვენაბაზე
სოლიდური უპირატესობით 51:39 გავიდნენ. მესამე ათწუთეულში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
გუნდი მძლავრად ათამაშდა და მეოთხედის დასასრულს 
წინ 68:65 გავიდა. დაძაბულად დაიწყო ბოლო დასკვნითი მეოთხედი,  თუმცა სოხუმელებმა მოახერხეს თამაშზე მობილიზება,
აქტიურად ათამაშდნენ და შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებმადე 1:41 წუთით ადრე
84:77  დაწინაურდნენ. თსუ კვლავ არ თმობდა პოზიციებს
და 29.2  წუთით  86:81 დააფიქირა, თუმცაღა დარჩენილ დროში მეტოქესთან
ვეღარაფერი გააწყო და მორიგი მარცხი განიცადა.

 ,,სოხუმს“
24 ქულით ლაშა ფარღალავამ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი ლევან ფაცაციასა და ტატო ჩაჩიბაიას
ანგარიშზეა. ფაცაციამ 12 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, ხოლო ჩაჩიბაიას ანგარიშზე 14
ქულა და 11 მოხსნაა.  თსუ-ს  მხრიდან ყველაზე მეტი 21 ქულა  თორნიკე ნინიაშვილმა დააგროვა, ხოლო 10 ქულითა და
12 მოხსნით ორმაგი დუბლი ვასილ ბერუაშვილმა შეასრულა.  

 მატჩისშემდომ
ტრადიციულ პრესკონფერენციაზე აღნიშნული გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი
კომენტარები გააკეთეს.

 რიმვიდას სამულენასი (სოხუმი მწვრთნელი):
მოხარული ვარ რომ მოვიგეთ. ამ თამაშმა  აჩვენა,
რომ ყველა გუნდთან რთულია თამაში და მინდა მივულოცო და მადლობა ვუთხრა მოწინააღმდეგე
გუნდის მწვრთნელს, რომლის წყალობით მეტოქემ  ძალიან კარგი თამაში აჩვენა. თსუ ჩვენგან განსხვავებით
მებრძოლი იყო. ჩვენს დავუშვით 25 შეცდომა, რომელიც  ძალიან ბევრია. მინდა აგრეთვე მადლობა ვუთხრა ჩვენს
ბიჭებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის. ჩვენ უნდა დაგვეჯერბინა რომ
შეგვეძლო გამარჯვება, დაცვაში თამაშს მოვუმატეთ და შეტევაშიც გავაქტიურდით. ბევრი ლაპარაკი
არ ყოფილა საჭირო. ბიჭები თვითონ მიხვდნენ რომ უნდა გაემარჯვათ. რაც შეეხება ჩლიძეს,
მას მცირე ტრავმა  აწუხებდა,  ბევრი ვარჯიში გაუცდა და სათანადო ფორმაში აშკარად
არ არის. ამ თემაზე ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვით.   

 ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ მწვრთნელი): ,,სოხუმი“
ა კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ჩვენს გუნდში მექანიზმი სრულიად მოშლილია, 2 კალათბურთელი
გამოგვაკლდა. სოსო შემადინს კი  კისერი ჰქონდა
გაშეშებული და ტკივილგამაყუჩებლების საშუალებით ითამაშა. ბრწყინვალედ შევძელით იმ თამაშის
პოვნა რომელიც ტაიმებს შორის ვიპოვეთ და რომელსაც გამარჯვებისკენ მივყავდით, თუმცა
სიჩქარისა და გამოუცდელობის ხარჯზე საბოლოოდ ვერ შევძელიტ მოგება.  26  ჯარიმიდან
და მხოლოდ 10 ჩაგდება გვაქვს, რაც  ჩვენს ბევრ
სამუშაოზე მეტყველებს.  უნდა ვითამაშოთ ქართულ,
შემტევი კალათბურთი და არაფერი უნდა დავთმოთ. ნუ შეგვეშინდება რომ ნაკრების მოთამაშეები
არიან მოწინარმდეგე გუნდში, რომლებიც ამერიკაში გაზრდილნი არიან, ან იმის რომ  2.25 სომაღლის კალათბურთელი  თამაშობს ჩვენს წინააღმდეგ.  ჩვენს  ვართ  ქართველები, გვაქვს  ქართული სისიხლი და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოდ. ვფიქრობ,
ამ რესურსებით რაც გაგავჩნია დღევანდელი  ჩვენი
თამაში ოვაციებს იმსახურებს.

 ტატო ჩაჩიბაია: თავიდან კარგად დავიწყეთ თამაში, შემდგე მოვეშვით მაგრამ  მაინც შევძელით გამარჯვება.

 ვახტანგ ჩქარეული: ძალიან ცუდად  ვითამაშეთ პირველ ტაიმში, თუმცა მესამე მეოთხედში
მწვრთნელის ყველა დავალება კარგად შევასრულეთ.  სამწუხაროდ ბოლო პერიოდში იმის ძალა რომ გამარჯვებამდე
მიგვეყვანა თამაში აღარ გვეყო და საბოლოოდ 6 ქულით დავთმეთ  შეხვედრა.