სოხუმს რუსთავში მოსაგებად ძალები არ ეყო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სოხუმს რუსთავში მოსაგებად ძალები არ ეყო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სტატისტიკა

სუპერლიგის მეორე წრის პირველი ტური დასრულდა. ტურის
რიგით მეოთხე, ბოლო შეხვედრას რუსთავმა უმასპინძლა, სადაც სათამაშოდ „სოხუმი“ ჩავიდა
და გულშემატკივრებმაც საინტერესო, დაძაბული მატჩი იხილეს.

„სოხუმმა“ რუსთაველებს თავიდანვე დაანახა, რომ იოლად
არაფერს დათმობდა. აფროამერიკელი კალათბურთელებით გაძლიერებული ვაჟა კვარაცხელიას
გუნდი თავიდანვე მობილიზებულად, შედეგიანად ათამაშდა, მასპინძლები კი დაცვაშიც მოიკოჭლებდნენ
და სროლათა უმეტესობასაც აცილებდნენ.

შედეგად სოხუმელებმა პირველი მეოთხედი 21:12 მოიგეს
და რუსთაველთა მწვრთნელ მიხეილ ბერუაშვილს გადაადგილებების მოხდენა მოუხდა. მეორე პერიოდიდან
რუსთაველებმა დაცვა გაამაგრეს, სწრაფ შეტევებზე გადავიდნენ და გაუმართლათ კიდეც. დიდ
შესვენებამდე მასპინძლებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და მესამედან თამაში ქულა-ქულაში
გაგრძელდა.

სოხუმელები მდევრის როლში აღმოჩდნენ, თუმცა მასპინძლებს
არ რჩებოდნენ და ანგარიშში მოკლე დისტანციაას ინარჩუნებდნენ. სოხუმელებს ირაკლი ჩლაიძის
ზუსტი შორეული სროლები შველოდა, ჩარლზ გილმორმაც გაისწორა სამიზნე და ბოლო წუთებზე
ანგარიში თანაბარი იყო.

გადამწყვეტ მომენტში შესანიშნავად ითამაშეს რუსთაველთა
უკანახაზელებმა – ამერიკელმა ტერენს ოგლსბიმ და მიხეილ ჭოჭუამ. მათმა გააზრებულმა თამაშმა
რუსთაველთა დანარჩენი მოთამაშეები აიყოლიეს და ბოლო წუთებზე მასპინძლებმა გასამარჯვებლად
საჭირო ლიდერობა მოიპოვეს.

საბოლოო ანგარიში 82:75 დაფიქსირდა. გამარჯვებულთაგან
17-17 ქულით ჭოჭუა და ოგლსბი გამოირჩნენ, აკაკი დვალიშვილმა კი ორმაგი დუბლი – 14 ქულა
და 15 მოხნა მოაგროვა. 12 ქულა მიითვალა გიორგი ყველაშვილმა, რომლის ორქულიანები მეტად
საჭირო აღმოჩნდა რუსთაველთათვის. „სოხუმში“ 26 ქულით საუკეთესო ირაკლი ჩლაიძე გახლდათ,
ხოლო გიორგი ჯგერენაიაამ 18 ქულა დ 10 მოხსნა მიითვალა.

მატჩისშემდგომი
კომენტარები

მიხეილ ბერუშვილი,
„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:

„რთული მატჩი იყო. მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია
და ბოლო წუთებამდე მოგების შანსს ინარჩუნებდა. საბედნიეროდ, გადამწყვეტ მომენტში ჩვენმა
კალათბურთელებმა ყურადღებით და შედეგიანად ითამაშეს, რაც  გამარჯვების მიზეზი გახდა. წინ მთელი 6 თამაშია და
რეგულარული ჩემპიონატის ბოლომდე კიდევ არაერთი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს. ვეცდებით,
თამაში გავაუმჯობესოთ და გულშემატკივარი გავახაროთ“.

ვაჟა კვარაცხელია,
„სოხუმის“ მთავრი მწვრთნელი:

„როგორც მოსალოდნელი იყო, „რუსთავმა“ გაიმარჯვა. მასპინძლებს
გულშემატკივართა მხარდაჭერაც ჰქონდათ და გუნდის შემადგენლობაც ძალიან ძლიერი ჰყავთ.
მიუხედავად ამისა, ბოლომდე ვიბრძოლეთ და მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ვერაფერს გავხდით
და ბოლო წუთებზე დავმარცხდით“.