თბილისის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე Tbilisi Open 2013-ის 1/8 ფინალური მატჩები მიმდინარეობს.
პლეიოფში გასულმა გუნდებისთვის პრესკონფერენცია ჩატარდა, სადაც კაპიტნებმა Tbilisi Open 2013-ის შესახებ კომენტარები გააკეთეს.
კაკტუსი – And1
მიხეილ ამაშუკელი(კაკტუსი): ტურნირი ძალიან
მაღალ დონეზეა ორგანიზებული, ტექნიკური თვალსაზრისით ასეთი ჯერ არ ყოფილა საქართველოში.
საკმაოდ კარგი გუნდები მონაწილეობენ, მართალია შედარებით სუსტ ქვეჯგუფში მოვხვდით,
თუმცა მერვედფინალში სეიოზული მოწინააღმდეგე გვყავს, პერიმეტრზე ძალიან კარგები არიან.
გამოვარჩევდი Hyundai-ის
გუნდსაც. შემართებით გამოვდივართ, იმედი გვაქვს ფინალში ვითამაშებთ, თუმცა გამართლებაც
გვჭირდება.
დათო ეძგვერაძე(And 1): ორგანიზებით ყველა
მონაწილე ძალიან კმაყოფილია. ჯგუფურ ეტაპზე პირველ თამაშს მოუმზადებლები შევხვდით,
თუმცა შემდეგ შეცდომები გამოვასწორეთ. ყველანი ძალიან მონდომებულები ვართ და ყველაფერს
გავაკეთებთ გამარჯვებისთვის. მონდომება ძალიან დიდ როლს ითამაშებს. ბევრი თანაბარი
გუნდია და ვერავინ იტყვის წინასწარ, ვინაა მთავარი ფავორიტი.
ქარიშხალა – რუსთავი
ვაკო ბეჟანიშვილი(ქარიშხალა): დიდი სიამოვნებაა
ჩვენთვის, ძველი კალათბურთელებისთვის აქ თამაში. უკვე მეორედ ვიღებთ მე და ჩემი მეგობრები
ქუჩის კალათბურთის ტურნირში მონაწილეობას და გარდა სიამოვნების მიღებისა, დიდი მოტივაციაც
გვაქვს. ძალიან გვინდა მოგება.
ოთარ ფეიქრიშვილი(რუსთავი): დიდი მადლობა
ორგანიზატორებს, რადგან საშუალება მოგვეცა გვეთამაშა. პროფესიულ კალათბურთს თავი დავანებეთ,
თუმცა აქ თამაშიც დიდი სიამოვნებაა. ძალიან მონდომებულები ვართ და მოსაგებად ჩამოვედით.
პანტერა – MIX
ბექა ნუცუბიძე (MIX): ძალიან მაღალი დონის ტურნირია, სასიხარულოა, რომ ფედერაცია
ატარებს, თანაც FIBA-ს
ეგიდით. საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს ტურნირი, არც ერთი იოლი შეხვედრა არ გვქონია.
ზაზა ღონღაძე(პანტერა): როგორც მოგეხსენებათ, ვეტერანების გუნდი ვართ და
ცოტათი გვიჭირს ახალგაზრდებთან თამაში, თუმცა ეს სასიამოვნოცაა. ძალიან კმაყოფილები
ვართ, არაჩვეულებრივი ტურნირია. გუშინდელმა დღემ შედეგაინად ჩაიარა და დღეს უკვე მერვედფინალში
ვთამაშობთ.