გუშინ ბათუმში დაწყებული სუპერლიგის მე-6 ტური დღეს
თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება. დღის პირველ შეხვედრაში შსს -სა და სტუ-ს გუნდები
დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც ფავორიტად შსს მოიაზრებოდა, თუმცა მატჩი
ძალიან დრამატული და საინტერესო გამოდგა. შეხვედრა სტუს უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი
სტუდენტებმა 18:12 მოიგეს, მეორე პერიოდში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა და პირველი
ტაიმი ერთი ქულის სხვაობით – 39:38 ძალოვნების სასარგებლოდ დასრულდა.
მესამე მეოთხედი კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა, გუნდებს შორის ქულათა
1-ქულიანი სხვაობა არაერთხელ დაფიქსირდა, რაც შეხვედრას ინტერესს კიდევ უფრო მატებდა.
დაძაბულობამ პიკს მეოთხე პერიოდის შუაწელში მიაღწია, შსს-მ სტუ-ს 3 ქულით გაუსწრო, მატჩის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩებოდა და სტუდენტებმა შსს-ს დაწევა ვეღარ მოახერხეს. საბოლოოდ მატჩი შინაგან
სამინისტროს გუნდმა ანგარიშით 90:83 მოიგო. ,,ტექნიკოსების” მხრიდან საუკეთესო ბექა ჩიკვილაძე გახლდათ, რომელმაც 42
ქულა მიითვალა,ხოლო ორმაგი დუბილი 23 ქულითა
და 10 მოხსნით ვასილ ბერუაშვილის ანგარიშზეა.
რაც შეეხება გამარჯვებულ გუნდს, შსს მხრიდან
18 ქულით ბექა წივწივაძე გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი ჯულივეტ ტუჯანმა შეასრულა(10ქ.12მ).