სტუ-მ თსსუ იოლად დაამარცხა

სტუ-მ თსსუ იოლად დაამარცხა

სუპერლიგის
2011-2012 წლების სეზონის პირველ ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს სამედიცინოსა და ტექნიკური
უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ.  სტუდენტურ
დერბიში სტუ-მ დამაჯერებლად ითამაშა,

თავიდანვე მოპოვებული უპირატესობა ხელიდან მატჩის
ბოლომდე არ გაუშვია, ყველა მეოთხედში იმარჯვა და 
საბოლოოდ ,,მედიკოსები” 104:75 დაამარცხა.

 ,,ტექნიკოსთა” რიგებში 17 ქულით ტატო  ჩაჩიბაია გამოირჩა, ხოლო თსსუ-ს  რიგებში  საუკეთესო ბექა ჩიკვილაძე გახლდათ, რომელმაც საკუთარ
გუნდს 21 ქულა შესძინა.