სუპერლიგის
მეორე ტურის დასკვნითი შეხვედრა სტუდენტური დერბით დასრულდა.
როგორც მოსალოდნელი იყო თსუ-სა და სტუს დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მატჩის პირველი პერიოდი 18:14 ,,ტექნიკოსებმა“ იმარჯვეს. თამაშის პირველი ნახევარი კი უკვე თსუმ
34:31 მოიგო. შეხვედრის მესამე პერიოდი 13:10 ისევ თსუს სასარგებლოდ დაფიქსირდა. ბოლო
მეოთხედში 18:18, მაგრამ საბოლოო ანგარიში თსუ-ს სასრგებლოდ დაფიქსირდა – 65:59
რაც შეეხება
კალათბურთელთა მონაგარს, თსუ-ს 20 ქულითა და 8 მოხსნით გივი ბაქრაძემ ულიდერა, 16 ქულა კი ვახტანგ ჩქარეულმა მოაგროვა. ტექნიკური უნივერსიტეტის რიგებში 16 ქულით გიორგი პირველაშვილი გამოირჩა, ხოლო 14 ქულა ტატო ჩაიჩიბაიამ მიითვალა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
გიორგი ჩხეიძე (თსუ): დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს ასეთი კარგი თამაშისთვის და მადლობა სტუ-ს გუნდს ასეთი დაძაბული და საინტერესო მატჩისთვის. წინა თამაშისგან განსხვავებით დღეს ჩვენმა გუნდმა ბევრად უკეთ იასპარეზა. ვფიქრობ დაცვაში გამოვასწორეთ თამაში და ამის ხარჯზე ვაჯობეთ მეტოქეს. აღსანიშნავია, რომ დღეს იასპარეზა ახალმა ლეგიონერმა სერჟი ასელაინმა, რომელმაც მნიშვნელოვანი წილი დაიდო ჩვენს გამარჯვებაში. წელის ტრავმის გამო ვერ ითამაშა ვასილ ბერუაშვილმა, რომლის ასპარეზობა მომავალ მატჩებში გუნდის ექიმის გადასაწყვეტია.
გია ტეტელაშვილი (სტუ): უკმაყოფილო ვარ ჩვენი დღევანდელი ასპარეზობით. დაცვაში თამაში გამოვასწორეთ, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით შეტევაში. დღევანდელი წაგებაში გარკვეული გავლენა იქონია ახალ დარბაზში გადასვლამაც. იმედია მომავალ მატჩებში ბიჭები უფრო შემართბით ითამაშებენ და სასურველ შედეგს მივაღწევთ.
გივი ბაქრაძე: სასიხარულოა ასეთ დაძაბულ მატჩში გამარჯვება, მით უფრო სტუდენტურ დერბიშ. დუდუ დადინის მემორიალში ძლიერი გუნდები შეგვხვდნენ, სადაც ჩვენმა გუნდმა თავი სათანადოდ ვერ წარმოაჩინა. ვფიქრობ, მომავალ მატჩებში დავხვეწავთ ჩვენს თამაშს და ხარვეზებსაც გამოვასწორებთ.
გიორგი პირველაშვილი: ჩვენი გუნდი ახალი შეკრებილია. სულ ახლახანს შემოგვიერთდა სოსო შერმადინი და ბიჭები ჯერ კიდევ შეუთამაშებლები ვართ. ვფიქრობ ჯერ ყველაფერი წინ არის და ჩვენი გუნდი შეძლებს თავის ღირსეულად წარმოჩენას.
სუპერლიგა
I წრე II ტური
ბათუმი – დინამო 53:69
რუსთავი – თსსუ 79:57
არმია – ქუთაისი 78:58
შსს აკადემია – სოხუმი 100:90