სუპერლიგის გენერალური პარტნიორი “ვიტაბიოტიქსი” გახდა

ბრიტანული
კომპანია
,,ვიტაბიოტიკსი“
საკალათბურთო
სუპერლიგის
გენერალური
პარტნიორი
გახდა.
ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი
დღეს
სპორტისა
და
ახალგაზრდობის
სამინისტროს
სააქტო
დარბაზში
გაფორმდა.

 ხელშეკრულებას
ხელი
კალათბურთის
ეროვნული
ფედერაციის
პრეზიდენტმა
მიხეილ
გაბრიჩიძემ
და
„სახალხო“
აფთიაქის
გენერალური
დირექტორმა
არჩილ
მორჩილაძემ
მოაწერეს.

 ხელშეკრულების
თანახმად,
„ვიტაბიოტიქსი“
სუპერლიგას
სპონსორობას
მიმდინარე
სეზონის
პლეი
ოფის
მატჩებსა
და
მომავალ
-2014-2015 წლების
სეზონში
განახორციელებს.
სანაცვლოდ,
ვიტაბიოტიქსის
ექსკლუზიურ
პარტნიორს
საქართველოში
„სახალხო
აფთიაქს“
მიენიჭება
სუპერლიგის
გენერალური
პარტნიორის
სტატუსი
და
ისარგებლებს
აღნიშნული
პოზიციისთვის
განკუთვნილი
ყველა
პრივილეგიითა
და
უფლებამოსილებით.

 

 აღსანიშნავია,
რომ
ვიტაბიოტიქსი
მსგავსი
ტიპის
სპონსორობას
უკვე
უწევს
კაუნასის
“ჟალგირისს”.

არჩილ მორჩილაძე
(”სახალხო“ აფთიაქის გენერალური დირექტორი): ჩვენს
კომპანიას უკვე აქვს გამოცდილება და პრაქტიკა სპორტულ სფეროში და ხანგრძლივი დროის
მანძილზე თანამშრომლობს კაუნასის „ჟალგირისთან“. „ვიტაბიოტიქსის“ პროდუქცია განკუთვნილია
ყველა ასაკისთვის, როგორც ბავშვებისთვის,  ასევე
მოზრდილებისთვის და  ვეტერანი კალათბურთელებისთვის.
აქ არის სწორად შერჩეული დოზები ასაკობრივი ლიგებისთვის და ჩვენი კომპანია მაქსიმალურად
დაეხმარება კალათბურთელებს 
ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში.

მიხეილ გაბრიჩიძე
(საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):
დღეს განსაკუთრებული დღეა სუპერლიგის ისტორიაში. ეროვნულმა ჩემპიონატმა შეიძინა ძალიან
მნიშვნელოვანი გენერალური პარტნიორი – კომპანია „ვიტაბიოტიკსი“, რომელიც  გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში  ვიტამინების წარმოებაში.  თანამედროვე სპორტისთვის და მოზარდებისთვის ვიტამინების
სწორად შერჩევა არის უმნიშვნელოვანესი და  ყველაფერი
ეს ხელს შეუწყობს როგორც ასაკობრივი ლიგების განვითარებას, ასევე სუპერლიგის მაღალ
დონეზე ჩატარებას.