სუპერლიგის მე-10 ტური ოლიმპის გამარჯვებით დასრულდა

სუპერლიგის მე-10 ტური ოლიმპის გამარჯვებით დასრულდა

თბილისის სპორტის
სასახლეში დასრულდა სუპერლიგის მე-10 ტურის დასკვნითი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს სამედიცინო
და  დებიუტანტი ,,ოლიმპი” დაუპირისპირდნენ.

ოლიმპის გუნდმა 7 ქულის სხვაობით, 78:71 დაამარცხა სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი
და  17 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე
დამკვიდრდა.

 მატჩის პირველი ათწუთეული გუნდების გარდამავალი უპირატესობით
წარიმართა, სადაც ,,ოლიმპმა” 2 ქულის სხვაობით იმარჯვა – 21:19. მეორე მეოთხედში თსსუ
საკმაოდ გააქტიურდა და  პერიოდის მე-2 წუთზე
პირველად გავიდა წინ – 23:22. აღნიშნული უპირატესობა ,,მედიკოსებმა” პირველი ნახევრის
დასრულებამდე შეინარჩუნეს და ტაიმში 2-ქულის სხვაობით იმარჯვეს – 40:38.

 მესამე მეოთხედი კიდე უფრო საინტერესო და სანახაობრივი
აღმოჩნდა – ოლიმპელები მეტოქეს დაეწივნენ, ჯერ საყაიმო ანგარიში დააფიქსირეს 43: 43,
შემდეგ  კი 3 ქულითაც დაწინაურდნენ 46:43. მესამე
მეოთხედის დარჩენილი დრო კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა, ოლიმპელები კვლავ მცირე უპირატესობას
ფლობდნენ,  სამედიცინო კი მდევრის როლში იმყოფებოდა.

ანალოგიური სიტუაცია
შეიქმნა მეოთხე მეოთხედის დასაწყისში, ,,ოლიმპმა” 10-ქულიან უპირატესობას  მხოლოდ პერიოდის
შუაწელში მიაღწია (60:70) , რის შემდეგაც  მეტოქისთვის დაწევის საშუალება აღარ მიუცია.

 ,,მედიკოსების” რიგებში 15 ქულით კოკა ტომარაძე  გამოირჩა, ხოლო ოლიმპის” შემადგენლობაში საუკეთესო
მიხეილ ბერიშვილი იყო, რომელმაც 20 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.