ბოლო დროს სუპერლიგის მატჩებზე მსაჯების მიმართ უკმაყოფილების
გაზარდის საპასუხოდ სუპერლიგის ხელმძღვანელობამ მსაჯთა კორპუსსა და კლუბების ხელმძღვანელებს
შორის შეხვედრას ორგანიზება გაუკეთა. სამუშაო შეხვედრა დღეს, სპორტის ახალ სასახლეში გაიმართა,
სადაც კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად სუპერლიგის ყველა გუნდის წარმომადგენელი
და რა თქმა უნდა, ჩემპიონატის მომსახურე მსაჯები შეიკრიბნენ.
შეხვერა საკმაოდ საქმიანი და პროდუქტიული გამოდგა, რომელმაც
კითხვა-პასუხის რეჟიმში, კონსტრუქციულად ჩაიარა. მსაჯებმა ამომწურავი პასუხები გასცეს
კლუბებიდან დასმულ კითხვებს. ორივე მხარემ წარმოადგინა ვიდეო-მასალა, სადაც კონკრეტულ
მომენტებზე იმსჯელეს და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ.
ყველა ერთად შეთანხმდა, რომ არსებობს კალათურთის საყოველთაოდ
დადგენილი და აღიარებული წესები, რომელსაც არც ერთმა მხარემ არ უნდა გადაუხვიოს, ხოლო
შეცდომები თუ მოხდება, ამას სათანადო გარჩვა და აუცილებლობის შემთხვევაში, რეაგირება
მოჰყვება.
ამგვარი შეხვედრები მომავალშიცაა დაგეგმილი უსიამოვნო
ინციდენტების პრევენციის მიზნით.