სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა

 სტატისტიკა  გალერეასუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. 28-ე ტურის
ბოლო მატჩი რუსთავში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა „კაქტუსს“ უმასპინძლა და
71:77 დამარცხდა.

ამ  შედეგმა
ცხრილში ცვლილება გამოიწვია. გუნდებმა ადგილები გაცვალეს და შესაბამისად, „კაკტუსმა“
მე-3 ადგილზე დაასრულა რეგულარული ჩემპიონატი, ხოლო „რუსთავმა“ –  მეოთხეზე. პლეი ოფის მეტოქეებიც დაწყვილდნენ. რეგულარულის
გამარჯვებულ „დინამოს“ ნახევარფინალურ მეტოქედ „რუსთავი“ ერგო, ხოლო მეორეზე გასულ
„ქუთაისს“ „კაქტუსი“ შეუწყვილდა.

აღნიშნულ წყვილებში საპლეიოფო სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება,
მოედნის უპირატესობა კი ცხრილში უფრო დაწინაურებულ გუნდებს – „დინამოსა“ და „ქუთაისს“
ექნებათ. რაც შეეხება რუსთავულ მატჩს, პირველ პერიოდში კაკტუსელებმა სოლიდური უპირატესობა
მოიპოვეს. თბილისურმა გუნდმა საწყისი პერიოდი 31:20 მოიგო, რის შემდეგაც რუსთაველებმა
ჩამორჩენის გაბათილებას მიჰყვეს ხელი, მაგრამ თამაშის ბოლომდე ეს ვერ მოახერხეს.

„კაქტუსს“ 23 ქულით და 20 მოხნით ჯონ ფლოვიესმა ულიდერა.
10 ქულა და 21 მოხსნა დააგროვა ტერიკ ბრიჯმენმა, ხოლო ირაკლი ჩლაიძის ანგარიშზე 19
ქულა დაგროვდა. „რუსთავში“ 18 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იყო მორის ბრიგსი. 14
ქულა კი გიგი გოგობერიშვილის ანგარიშზე დაგროვდა.

სუპერლიგის პლეი ოფის მატჩები მაისში აიღებს სტარტს.

მატჩისშემდგომი კომენტარები

აჩიკო ჟღენტი
(კაკტუსის მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ და მადლობას
გადავუხდი მთელ გუნდს. სეზონის დასაწყისში ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ სუპერლიგის
რეგულარულ ჩემპიონატს მე–3 ადგილით ჩავამთავრებდით. გუნდის წევრების უმეტესბა ა–ლიგიდან
ერთად გადავედით სუპერლიგაში შარშან  და ერთი
შეხედვით ასეთი შედეგი წარმოუდგენელი იყო. ჩვენ სანერვიულო არაფერი დაგვრჩა, ვეცდებით
ლაღად ვითამაშოთ მომავალი თამაშები, რომელიც ქუთაისში გველოდება.

რამაზ გოგობერიშვილი
(რუსთავის მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ კაკტუსს გამარჯვებას.
სამწუხაროდ ფარზე და დაცვაში ვერ ვითამაშეთ, პირველ ნახევარში ბევრი ბურთი ჩაგვიყარეს.
ყველაფერ ამას დაემატა ისიც, რომ ერთი უცხოელი მოთამაშე გვაკლდა, ერთიც თამაშის მიმდინარეობისას
დაშავდა და ამან იმოქმედა თამაშზე. 

ფოტოები: მირიან ჩხეიძე (რუსთავის პრეს–სამსახური)