დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში Tbilisi Open 2013-ის კენჭისყრა გაიმართა.
გამომდინარე იქიდან, რომ ტურნირში მონაწილეობის მსურველები დაგეგმილზე მეტი აღმოჩდნენ, ტურნირის ორგანიზატორებმა – საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაწყვიტეს, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი ჩაეტარებინათ.
ტურნირის ორგანიზატორებმა გუნდები სიძლიერის მიხედვით დაახარისხეს და ნაწილი ძირითად ბადეში განთესეს, ნაწილს კი საკვალიფიკაციო ეტაპსი მიუჩინეს ადგილი. შესაბამისად, ტურნირის ძირითად ბადეში განითესა 24 გუნდი (3-3 თითო ჯგუფში), რომლებსაც ის 8 გუნდი დაემატება (თითო თითოეულ ჯგუფში), რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებას მიაღწევენ.
საკვალიფიკაციო ეტაპის ბადე:
ასე და ამგვარად, 35 გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე დაწყვილდა, რომლებიც ძირითადი ეტაპის 8 საგზურისთვის იბრძოლებენ. ძირითად ტურნირში, რომელიც 6 ივლისს დაიწყება, მთლიანობაში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. იქნება რვა 4-გუნდიანი ჯგუფი, საიდანაც მერვედფინალში 16 გუნდი გავა (2 საუკეთესო თითო ჯგუფიდან).
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 5 ივლისს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, 12:30 საათიდან დაიწყება, ხოლო ძირითადი ტურნირი, 6 ივლისს, სპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 11:30 საათზე დაიწყება.
ძირითადი ტურნირის ჯგუფები: