თბილისის ჩემპიონატი 14-წლამდელთა შორის აკადემიის დარბაზში დაიწყო

თბილისის ჩემპიონატი 14-წლამდელთა შორის აკადემიის დარბაზში დაიწყო

დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის ორგანიზებაში თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმარება. დედაქალაქის პირველობები უკვე ჩატარდა 16 და 18-წლამდელთა შორის, სადაც საუკეთსო გუნდებმა საქართელოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
14-წლამდელთა ჩემპიონატიც ანალოგიური ფორმატით ტარდება. დედაქალაქის პირველობის საუკეთესო 10 გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას მიიღებს. თბილისის ჩემპიონატში 15 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 3 ჯგუფში არიან განაწილებულნი. თითო ჯგუფიდან 2 საუკეთსო და 2 საუკეთსო მესამეადგილოსანი (ჯამში 8 გუნდი) მეოთხედფინალში გავა და დედაქალაქის საუკეთსო გუნდის ტიტულისთვის ბრძოლას პლეიოფის სისტემით განაგრძობს.

პლეი ოფის ყველა სტადიაზე გამარჯვება 1 მოგებამდეა. თითოეული ჯგუფის მეოთხეადგილოსნები და პლუს 1 უარესი შედეგის მქონე მესამეადგილოსანი ბრძოლას საქართველოს ჩემპიონატის საგზურებისთვის განაგრძობენ. ეს 4 გუნდი წინასწარ შედგენილი ფორმატის შესაბამისად დაწყვილდება და გამარჯვებული 2 გუნდი ქვეყნის პირველობაზე გავა.
დღეს აკადემიის დარბაზში 3 მატჩი გაიმართა, რომელთა შედეგებსაც ქვემოთ გთავაზობთ:
 
26 ნოემბერი, საკალათბურთო აკადემია
აკადემია-1 – ზაზა-მართვე     99:23
აკადემია-2 – ჰიუნდაი            28:94
აკადემია-3 – ბასტიონი           62:74