თბილისის მერიის თასისთვის აკრედიტაციების მსურველთა საყურადღებოდ !

თბილისის მერიის თასისთვის აკრედიტაციების მსურველთა საყურადღებოდ !

მასმედიის საშუალებებს, რომლებსაც სურთ, გააშუქონ საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირი „თბილისის მერიის თასი 2015“, გთხოვთ წერილობით გამოაგზავნოთ მოთხოვნა აკრედიტაციის მისაღებად. წერილი უნდა გაკეთდეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეს-სამსახურის სახელზე და უნდა იყოს საინფორმაციო საშუალების სახელობით ბლანკზე დატანილი, სადაც ჩამოთვლილი იქნება აკრედიტაციის მიღების მსურველთა გვარ-სახელები და მათი თანამდებობები (ჟურნალისტი, ოპერატორი, ფოტოგრაფი).
აკრედიტაციის მისაღებად განაცხადის მოწოდების  ბოლო ვადაა 7 აგვისტო. 

წერილი გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: tbilisicup@gmail.com ან მოგვაწოდეთ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფისში, მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზირი 49ა