თბილისის სპორტის სასახლეში პლეი ოფი იწყება

თბილისის სპორტის სასახლეში პლეი ოფი იწყება

  დღეს თბილისის სპორტის სასახლეში საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფი იწყება. ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს შსს აკადემია და ბათუმი-რსუ უპირისპირდებიან. გაგაცნობთ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გაკეთებულ კომენტარებს:

არჩილ ჟღენტი (შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): პლეი ოფის პირველი თამაშია და შანსები 50×50-ზეა. ბათუმი კარგი გუნდია და  პლეი ოფში  სულ სხვა თამაში გველოდება. მზად ვართ კარგი კალათბურთი ვითამაშოთ, მაგრამ  გააჩნია მოთამაშეები როგორ შეასრულებენ მიცემულ დავალებებს.
ლაშა ოჩხიკიძე (ბათუმი მწვრთნელი): შსს აკადემია ერთ-ერთი ძლიერი გუნდია და  რთული თამაში გველოდება. ფავორიტად  შსს-ს მივიჩნევ, რადგან შინ თამაშობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის და ვეცდებით სანახაობრივი მატჩი გამოვიდეს.