თბილისის სპორტის სასახლეში იწყება სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის განმეორებითი
მატჩები. ცენტრალურ შეხვედრაში 14:00 საათზე შსს აკადემია – ბათუმი ხვდებიან.
გაგაცნობთ წინასამატჩო
პრესკონფერენციაზე მწვრთნელების მიერ გაკეთებულ კომენტარებს.
გიორგი ნიკოლაძე
(შსს აკადემიის მწვრთნელი): გუშინდელი თამაშის შემდეგ, მობილიზებულნი
ვართ და გვჯერა ბიჭები დღეს სრულიად რადიკალურ თამაშს აჩვენებენ. სხვა გზა არ გვაქვს
უნდა მოვიგოთ, რადგან სერიაში 0-2 ჩამორჩენა ფაქტიურად წაგების ტოლფასია. ამიტომ ყველაფერი უნდა
გავაკეთოთ და დღეს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გავიმარჯვოთ.
ლაშა ოჩხიკიძე
(ბათუმის მთავარი მწვრთნელი): გუშინდელი მოგება უნდა დავივიწყოთ.
დღეს შსს აკადემია სულ სხვა გუნდი იქნება, მოედანზე სხვა შემართებით გამოვა და დღევანდელ შეხვედარშიც მას
მივიჩნევ ფავორიტად. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის.