თბილისის სპორტის სასახლეში სოხუმი-ქუთაისის დაპირისპირება იწყება

თბილისის სპორტის სასახლეში სოხუმი-ქუთაისის დაპირისპირება იწყება

თბილისის სპორტის სასახლეში იწყება სუპერლიგის მეოთხედფინალის
სერიის მორიგი, მე-4 დაპირისპირება „სოხუმსა“ და „ქუთაისს“  შორის. სერიაში ანგარიში 2:1 -ია სოხუმელთა სასარგებლოდ
და დღევანდელი შეხვედრა  ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. 
გაგაცნობთ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გაკეთებულ კომენტარებს.

ვაჟა კვარაცხელია
(სოხუმის მთავარი მწვრთნელი): ძალიან დაძაბული ბრძოლა იქნება.
„ქუთაისი“ ყველაფერს გააკეთებს მოგებისთვის, ჩვენ კიდევ არაფერს დავთმობთ და ვეცდებით
შევინარჩუნოთ ჩვენი უპირატესობა და სერია გამარჯვებამდე მივიყვანოთ. გულშემატკივარს
ნამდვილად ლამაზი კალათბურთი და კარგი სანახაობა ელის წინ.  

 მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მწვრთნელი):
როგორც „სოხუმი“ ცდილობს სიტუაციის გამყარებას, ჩვენც ასევე ვცდილობთ სერიის გათანაბრებას.
დღევანდელ თამაშში ვისაც გაუმართლებს და ვის მხარეზეც იქნება ფორტუნა, ის გაიმარჯვებს.
სოხუმის გუნდს  კიდევ ერთი შანსი ექნება, მაგრამ
ჩვენ არ ვფლობთ ამ უპირატესობას, ამიტომ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.