თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის პლეი ოფი იწყება

თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის  პლეი ოფი იწყება

დღეს თბილისის სპორტის  სასახლეში სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის განმეორებითი
მატჩები ტარდება.  ცენტრალური შეხვერა ზუსტად
14:00 საათზე დაიწყება, სადც ერთმანეთს სერიის მესამე მატჩში „ოლიმპი“-„დინამო“ დაუპირისპირდებიან.

დავით თორთლაძე
(ოლიმპის მთავარი მწვრთნელი): პირდაპირ გასახდელიდან მოვედი, ბიჭებს
ვეუბნებოდი რომ არაფერი დაუშურონ მოედანზე და ყველაფერი გააკეთონ, მაგრამ რა თქმა უნდა,
 ფავორიტი „დინამოა“ და  შევეცდებით დღეს მაინც გავუწიოთ წინააღდეგობა.  მწვღთნელებიც და მაოთამააშეებიც ყველაფერს ვაკეთებთ,
მაგრამ  არაფერი გამოდის.  ძალიან ძლიერი მეტოქე შეგვხდა  „დინამო“ სახით.  

ირაკლი ხოშტარია(დინამოს
მთავარი მწვრთნელი): შევდივარ „ოლიმპის“ მდგომარეობაში და კარგად მესმის
მათი სიტუაცია. სერიაში  2:0-ია და ჩვენი მიზანი
ლოგიკურ გამარჯვებამდე მისვლაა. დღეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და სერია დავასრულოთ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში 17:00 საათზე  მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩი შედგება ბათუმსა
და შსს აკადემიას შორის,  “რუსთავი” “არმიას” საკუთარ მოედანზე 19:30 საათზე უმასპინძლებს, ხოლო თბილისის სპორტის სასახლეში “სოხუმი” “ქუთაისს” 16:00 საათზე დახვდება. 

http://superleague.ge/ge/playoff/13-14/