თსსუ-მ ბათუმი დაამარცხა

თსსუ-მ ბათუმი დაამარცხა

 დღეს თბილისის
სპორტის სასახლე სუპერლიგის მესამე ტურის მატჩებს მასპინძლობს. ტურის პირველ მატჩში
სამედიცინომ ,,ბათუმს” უმასპინძლა და მეტოქესთან დაძაბულ მატჩში სააბოლოოდ 85:67 იმარჯვა. 

შეხვედრა ,,ზღვისპირელთა“
უპირატესობით დაიწყო და შეხვედრის პირველი ათწუთეულიც მათივე მოგებით  – 19:13 დასრულდა.  მეორე მეოთხედიც ბათუმელთა  უპირატესობით დაიწყო, თუმცა აღნიშნული პერიოდის შუაწელში
,,მედიკოსებმა“ მოახერხეს მობილიზება,  თამაში
თავიაანთ სასარგებლოდ შემოატრიალეს  და პერიოდის
დასრულებამდე 2 წუთითა და რამდენიმე წამით ადრე 
მეტოქეს სამი ქულით, 30:27 გაუსწრეს.  თუმცა, ამის მიუხედავად ,,რსუ-ბათუმი“ არ მოდუნებულა,  კვლავ იძალა და დიდ შესვენებაზე 2-ქულიანი უპირატესობით
გავიდა  – 34:32.

 მესამე პერიოდი
სულ სხვაგვარად განვითარდა, სამედიცინომ სწორედ ამ მეოთხედში გატეხა ბათუმის გუნდი
  და ათწუთეულში 61:43 იმარჯვა.
ბოლო, დასკვით მეოთხედში  თსსუ-მ  კიდევ უფრო გაიმყარა საკუთარი პოზიციები და მეტოქე სოლიდური
სხვაობით დაამარცხა.  

 მოგებულებს
21 ქულით ბექა ჩიკვილაძემ ულიდერა,  ხოლო ორმაგი
დუბლი ბექა ბექაურმა შეასრულა, რომელმაც 15 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ბათუმელთა
რიგებში  კი 16 ქულით ავთანდილ ელიაშვილი გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ტურის ცენტრალურ მატჩში,
14 საათზე,  ერთმანეთს სტუ-სა და რუსთავის გუნდები
დაუპირისპირდებიან.