სუპერლიგის მე-8 ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ.
როგორც მოსალოდნელი
იყო, სტუდენტური დერბი ძალიან საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა.თსუ-მ 10 ქულის სხვაობით,
67:57 დაამარცხა ,,ტექნიკოსები” და სტუდენტურ დერბიში ზედიზედ მორიგი გამარჯვება იზეიმა. შეხვედრის პირველი ნახევარი გუნდების უპირატესობით წარიმართა,
საბოლოოდ კი სტუ-ს მოგებით დასრულდა -35:33. სულ სხვა სურათი ვიხილეთ მატჩის მესამე
ათწუთეულში, შეხვედრის ამ მონაკვეთში თსუ-ელები ძალიან აქტიურად ათამაშდნენ, თორნიკე
ნინიაშვილი და ზურაბ კორკოტაძე კი შეუჩერებელნი
აღმოჩნდნენ. მესამე მეოთხედის მე-5 წუთზე, როდესაც ანგარიში 35:41 დაფიქსირდა ,,ტექნიკოსთა” სასარგებლოდ, კორკოტაძემ ჯერ 2-ქულიანი,
შემდეგ კი 3ქულა მოათავსა მეტოქის კალათში და სხვაობა მინიმუმადე დაიყვანა –
40:41. კორკოტაძის 2 ქულას ნინიაშვილის 3-ქულიანი მოჰყვა, რომელმაც თსუ 43:41დააწინაურა.
აღნიშნულ პერიოდში არც თსუ-სხვა მოთამაშეებს დაუკლიათ, რომლებმაც საკუთარ გუნდს უპირატესობა
კიდევ უფრო გაუმყარეს – 46:41. ამასობაში გააქტიურდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის კალათბურთელებიც,
თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. გადამწყვეტ მომენტში თსუ-მ სტუ-ს შანსი
არ დაუტოვა და დამაჯერებლად იმარჯვა.
თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის გუნდში საუკეთესო
თორნიკე ნინიაშვილი იყო, რომელმაც 29 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა,
ხოლო სტუ-ს რიგებში 14 ქულით გიორგი ხანიაშვილი გამოირჩა.