საკალათბურთო სუპერლიგის ერთ შეხვედრას დღეს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. მე-5 ტურის გადადებულ მატჩში ერთმანეთს “დინამო” და “ტიტები” დაუპირისპირდნენ. მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დინემოელებს პრინციპული მატჩი მოუგო. ბოლო პერიოდამდე ყველაფერი მუია ტაჩის გაწვრთნილი დინამოელების სასიკეთოდ მიდიოდა, თუმცა გამოცდილი მოთამაშეების ოსტატობის ხარჯზე “ტიტებმა” საბოლოოდ საწადელი აისრულა – 101:94 (სტატისტიკა) იმარჯვა და ცხრილში მე-3 ადგილამდე აღზევდა.
დინამოელებს ჩავარდნა აქვთ. ტაჩის გუნდმა ზედიზედ მე-3 მატჩი წააგო. არადა, სუპერლიგა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა 3 გამარჯვებით დაიწყო და შედეგიანი ასპარზობა ვეღარ გააგრძელა. “ტიტებს” სოლიდური დამხმარე გამოუჩნდა მაიკლ დიქსონის სახით, რომელმაც წინა, სადებიუტო მატჩის შემდეგ დიდებულად ითამაშა. მარკოიშვილის გუნდმა 3 დღის წინ თსუ-სთან წააგო, თუმცა დღეს დიქსონი გაცილებით მობილიზებული, დაცვაზე ორიენტირებული და შესაბამისად, სარგებლიანი იყო. მისმა სამქულიანმა მატჩის მიწურულს საბოლოოდ გატეხა დინამოელები.
მარტო დიქსონი ვერას გახდებოდა, რომ არა მისი თანაგუნდელების მოწადინება. განსაკუთრებით ტაილან ბირტსია გამოსარჩევი, რომელმაც “ტიტების” 15-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ გუნდი ფაქტობრივად მარტომ ზიდა. ამერიკელი უკანახაზელი სწრაფი გარღვევებით ქულებს უხვად იხვეჭდა და პერიოდულად, ტანმორჩილების მიუხედავად, ცენტრის პოზიციაზეც საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობდა. საბოლოოდ მან 33 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა და დიქსონთან ერთად “ტიტების” გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
ბოლო პერიოდის წინ “დინამო” 7 ქულიტ იგებდ,ა თუმცა “ტიტების” აგრესიულ დაცვას და ელვისებურ შეტევებს ვერაფერი დაუპირისპირეა და დასკვნითი ათწუთეულის 22:36 წაგების შემდეგ მოგების იმედი გადაეწურა. ზემოთხსენებულ მოთამაშეებთან ერთად “ტიტებში” 17-17 ქულით დავით ლომიძე და ჯოტდონ თალი გამოირჩნენ. 10 ქულა ბრენდონ აუგბორნსმა მიითვალა. “დინამოში” 39 ქულით საუკეთესო იყო ლუკა ბულაშვილი. 16 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი ტაილერ უილიამსმა მოაგროვა.
სუპერლიგის მომდევნო სეხვედრა 11 დეკემბერს, ბათუმში გაიმართება, სადაც სათამაშოდ “ცხუმ-აფხაზეთი” ჩავიდა.