ცენტრალური მატჩი შეიცვალა

ცენტრალური მატჩი შეიცვალა

კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის
გადაწყვეტილებით, სუპერლიგის მომდევნო, 5 დეკემბერს გასამართ ტურში ცენტრალური
მატჩი შეიცვალა.

აქამდე დადგენილი იყო, რომ 5 დეკემბერს ცენტრალური შეხვედრა
გაიმართებოდა „სოხუმსა“ და რუსთავის „ენერჯი–ინვესტს“ შორის, თუმცა ამ მატჩმა 16
საათზე გადაინაცვლა და ტურის ცენტრალური შეხვედრის ადგილას თსუ–სა და „ავიამშენის“
დაპირისპირება ჩაჯდა, რომელიც 14 საათზე დაიწყება.