გუშინ დაწყებული სუპერლიგის მე-2 წრის მესამე ტური დღეს თბილისის
სპორტის სასახლეში გრძელდება. ცენტრალური
შეხვედრისთვის ამ წუთებში შსს აკადემიისა და არმიის გუნდები ემზადებიან. გაგაცნობთ
წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მწვრთნელების მიერ გაკეთებულ კომენტარებს.
არჩილ ჟღენტი (შსს აკადემის მთავარი
მწვრთნელი):
სატურნირო მდგომარეობას გადავხედავთ, ფავორიტად, რა თქმა უნდა, არმიას მივიჩნევ. ორი ლეგიონერი დავიმატეთ მაგრამ
გუნდთან შეთამაშებაა საჭირო. „არმია“ კარგად დაკომპლექტებული ძლიერი გუნდია და ჰყავს
შესანიშნავი მწვრთნელი. მსურს ჩემი დიდი პატივსცემა გამვხატო კოტეს მიმართ. დღვანდელი
შეხვედრა ჩვენთვის ფინალს უტოლდება და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
კოტე ტუღუში (არმიის მთავარი მწვრთნელი): მადლობა არჩილს
ასეთი თბილი სიტყვებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ მთავარი მწვრთნელის რანგში. წინ
ძალიან საინტერესო შეხვედრა გველის და მისთვის მაქსიმალურად ვემზადებოდით. სატურნირო
ცხრილში მნიშვნელოვანია ერთი წაგება-მოგებაც კი და ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ
რეგლარულ ჩემპიონატში. შსს გაძლიერდა და მომატების
პერსპექტივა დიდი აქვს. ვფიქრობ, ეს შეხვედრა იქნება კარგი წინაპირობა პლეიოფებისთვის
მოსამზადებლად.