13 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიამართა, რომელიც
სუპერლიგის 2011-2012 წლების სეზონს მიეძღვნა. ჟურნალისტებთან,
სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი საყუარაშვილმა, სუპერლიგის დირექტორმა გიორგი ზაბახიზემ და ახალშექმნილმა „საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირის” პრეზიდენტმა როლანდ ხომერიკმა ისაუბრეს. პრეს–კონფერენციას ესწრებოდა ასევე ახალი კავშირის აღმასრულებელი დირექტორი პაატა ლობჟანიძე. კალათბურთელები ახალ სეზონს 15 ოქტომბერს დაიწყებენ, ჩემპიონობისთვის კი 11 გუნდი იბრძოლებს.ესენი არაიან – თსუ, სტუ, არმია, სოხუმი, დინამო, ოლიმპი, შსს, თსსუ, ბათუმი, რუსთავი და ქუთაისი. რეგულარული ჩემპიონატი ორწრედ გაიმართება, რის შემდეგაც 8 საუკეთესო გუნდი საჩემპიონო ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებს. მეოთხედფინალები ორ მეგაბამდე იქნება, ხოლო ნახევარფინალებსა და ფინალში გამარჯვებული სამი მოგებით გამოვლინდება. მესამე ადგილისთვის დაპირისპირება ერთმატჩიანი იქნება, ასევე გათამაშდება V-VIII ადგილები.სუპერლიგის მატჩები სპორტის სასახლეში გაიმართება, ქუთაისის, რუსთავისა და ბათუმის გუნდები კი საშინაო თამაშებს საკუთარ ქალაქებში ჩაატარებენ. სპორტის სასახლეში თამაშზე დასწრება სიმბოლური ფასი 1 ლარი ეღირება, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა „საქართველოს კალათბურთელთა დახმარების ფონდში” ჩაირიცხება. გადაწყდა, რომ მუშაობას დაიწყებს „საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირის”, რომლის მთავარი მიზანი – მსაჯებისა და მდივნების ახალი კადრების მოძიება, მსაჯებისა და მდივნების მიერ გაწეული საქმიანობის მონიტორინგი და ფიბა-ევროპის შესაბამისი ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება იქნება.გიორგი ზაბახიძე:” დიდი მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რომელიც აქამდეც აქტიურად გვეხმარებოდა და კიდევ უფრო მეტად დაგვიჭერს მხარს. სუპერლიგის დაწყების პარალელურად მუშაობას დაიწყებს „საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირი”, რომელსაც როლანდ ხომერიკი უხელმძღვანელებს. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დარღვევა სათანადოდ გაირჩევა და მასზე დასწრების უფლება ჟურნალისტებსაც ექნებათ. კავშირის მთავარი მიმართულება კი ახალი კადრების მოძიება იქნება. სუპერლიგას და ზოგადად ქართულ კალათბურთს ძალიან სჭირდება კომპეტენტური მსაჯები”.ირაკლი სამყურაშვილი:” კალათბურთი მნიშვნელოვანი სპორტის სახეობაა და დიდი ყურადღებაც ექცევა. „საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირი” სერიოზულ მუშაობას გასწევს და მსაჯთა კორპუსის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მათ კონტროლზე იზრუნებს. ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული უწყების – საჯარო სამართლი იურიდული პირის – გლადანის ოლიმპიური რეზერვების ცენტრის ინიციატივით ახალი საკალათბურთო გუნდი „ოლიმპი” დაარსდა, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული ჩემპიონატის განვითარებას”.
როლანდ ხომერიკი:” ამჟამად, საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს 10 არბიტრი და 40-მდე მსაჯმდივანი ემსახურება. 10 არბიტრი ძალიან ცოტაა, ამიტომ ვიწყებთ ახალი კადრების შერჩევას. ვითანამშრომლებთ მწვრთნელებთან, მათ შეუძლიათ ნაკლებად პერსპექტიული კალათბურთელები ჩვენთან გამოგზავნონ და მსაჯის პროფესიის არჩევა ურჩიონ.ძირითადად სწორედ კალათბურთელების ირგვლივ ვიმუშავებთ. გვაქვს ვიდეო მასალა, რომელსაც გამოვიყენებთ. გარდა ამისა, ფიბა-ს სტანდარტებით წელიწადში ორჯერ ფიზიკურ ტესტს ჩავატარებთ, რათა თამაშებს ყოველმხრივ მომზადებულები შეხვდნენ”.