წინასასეზონო სამუშაო შეხვედრა სუპერლიგაში მონაწილე გუნდებთან

წინასასეზონო სამუშაო შეხვედრა სუპერლიგაში მონაწილე გუნდებთან

სპორტის სამინისტროში
დღეს სუპერლიგის ხელმძღვანელობა ახალ სეზონში მონაწილე გუნდებს შეხვდა.

 2013-14 წლების
სეზონში თამაშის სურვილი ჯერჯერობით 9 გუნდმა გამოთქვა, რომელთა ხელმძღვანელებიც სუპერლიგის აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ზაბახიძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე იმ
საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც კლუბებისთვის აქტუალურია. 2-საათიანი თათბირის შემდეგ შეხვედრა დასრულდა. წინასწარი გადაწყვეტილებით, დაგეგმილია 3 შეხვედრა, რომელთაგან მომდევნო 2 სექტემბერს გაიმართება. შემდეგ შეხვედრაზე უფრო დეტალურად განიხილავენ დღევანდელ შეხვედრაზე დასმულ საკითხებს.
გუნდები, რომლებიც
მომავალ სეზონში სუპერლიგაში ასპარეზობას აპირებენ და რომელთა წარმომადგენლებიც დღევანდელ
შეხვედრას ესწრებოდნენ – დინამო, არმია, შსს-აკადემია, ოლიმპი, სოხუმი, ბათუმი, ქუთაისი,
რუსთავი და მაკაბი.