დღეს ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის 2 გამოტოვებული მატჩი გაიმართა. “კაკტუსისა” და “ცხუმ-აფხაზეთის” დაპირისპირება 5 აპრილს უნდა შემდგარიყო, თუმცა პანდემიური ფონის გამო გადაიდო.
სადღეისოდ შექმნილი ვითარება არც ერთი ამ გუნდისთვის არ იყო სახარბიელო. “კაკტუსი” ცხუმელებს 1 ქულით ასწრებდა, სუპელიგაში დასარჩენად კი ორივე მათგანი იბრძვის. არც ერთ მათგანს არ სურს რაგულარულ ჩემპიონატში მე-10 ადგილის დაკავება და სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ სერიაში თამაში.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომელშიც ლიდერი 8-ჯერ შეიცვალა, ხოლო საყაიმო ანგარიში 11-ჯერ დაფიქსირდა. საბოლოოდ გამარჯვება ცხუმელებს ერგოთ – 84:78 (სტატისტიკა), რომელმაც სატურნირო ვითარება გვარიანად გაიუმჯობესა.
გამარჯვებულთაგან 24 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო მარქილ სმიტი. 18 ქულა და 7 მოხსნა ჯაი უილიამსმა, ხოლო 13 ქულა ნოდარ გოგოძემ მოაგროვეს. “კაკტუსში” 22 ქულით საუკეთესო იყო დერიკ ნიუტონი.
ცხრილში 3 გუნდს – “ცხუმ-აფხაზეთს”, “კაკტუსს” და “მეგას” თანაბარი ქულები აქვთ, თუმცა ურთიერთშეხვედრების ხარჯზე მე-7 ადგილს ცხუმელები იკავებენ, მერვეს – ნეგა და მეცხრეს – კაკტუსი.