ოქტომბრის თვეში კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ რიგით
მეორე ჟურნალი გამოსცა, სადაც სრულად მოუყარა თავი იმ ღონისძიებებს, რომლებსაც ორგანიზება
გაუწია და რომელთა ჩატარებაშიც პარტნიორ ორგანიზაციებს დაეხმარა. აღნიშნული ჟურნალის
ციფრული ვერსია ინტერნეტ სივრცეში დღეიდან
განთავსდება და მისი გაცნობა ნებისმიერ გულშემატკივარს შეეძლება.
ფოტოებით, სტატისტიკით და სხვადასხვა გრაფიკული კომპოზიციით
ილუსტრირებულ ჟურნალში ყველა იმ მატჩის შესახებ მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც
2012-13 წლების სეზონში ჩატარდა. სულ კი ასეთი 1300-ზე მეტი იყო, რაც ქართული კალათბურთის
სინამდვილეში რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე ამდენი მატჩი საქართველოში ერთი სეზონის
მანძილზე არ ჩატარებულა.
სტატისტიკასა და ფოტოებთან ერთად ჟურნალში იმ სტატიებს
გაეცნობით, რომლებიც სრულად ასახავენ ეროვნული ნაკრებიდან დაწყებული 3×3 კალათბურთის ტურნირებში
განვითარებულ მოვლენებს.
ჟურნალის ონლაინ ვერსიის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: http://superleague.ge/journal/