ცვლილება სუპერლიგის კალენდარში

ცვლილება სუპერლიგის კალენდარში

 17 ოქტომბერს, სუპერლიგის პირველ ტურში ნაცვლად 4 მატჩისა, გაიმართება 3 შეხვედრა. მოგეხსენებათ, „შსს-აკადემიამ“ ვერ შეძლო 2015-16 წლების სეზონში მონაწილეობის მიღება და მისი ადგილი დაიკავა „ა“ ლიგის გამარჯვებულმა გუნდმა „არენა-76“. შესაბამისად, პირველი ტურის მატჩი, რომელიც უნდა გამართულიყო „შსს-აკადემიასა“ და „ოლიმპს“ შორის, აღარ გაიმართება. შინაგან საქმეთა აკადემიის გუნდის მაგივრად სუპერლიგის კალენდარში ადგილს „არენა-76“ დაიკავებს. პირველი ტურის მატჩის – „ოლიმპი“ – „არენა-76“ გამართვის თარიღი გამოქვეყნდება მოგვიანებით.