ტური გადაიდო – კალათბურთი რაგბის გვერდით

ტური გადაიდო – კალათბურთი რაგბის გვერდით

შაბათს, 20 მარტს, დიდი სარაგბო დღეა – ტრაბზონში საქართველო ერთა
თასისთვის რუსეთს ერკინება. ამის გამო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის
ხელმძღვანელობამ სუპერლიგის შაბათს გასამართი ტური გადადო

ტრანზონში ქართველი მორაგბეების მხარდასაჭერად უამრავი ჩვენი
თანამემამულე მიდის და ვინც ამას ვერ ახერხებს, საკუთარ ტელევიზორებთან აპირებს
ქომაგობას. იგეგმება არაერთი ღონისძიება, სადაც დიდ ეკრანთან გულშემატკივრები
შეიკრიბებიან და საქართველო–რუსეთის სარაგბო შერკინებას უყურებენ. კალათბურთელები
თავისებურ სოლიდარობას უცხადებენ მორაგბეებს და ამ დღეს თბილისის სპორტის
სასახლეში სუპერლიგის ტურიც ამიტომ აღარ იმართება. ისევე როგორც საზოგადოების სხვა
სფეროს წარმომადგენლები, შაბათს კალათბურთელებიც მორაგბეთა საქომაგოდ იქნებიან
მომართულნი.

რაც შეეხება საკალათბურთო მატჩებს, ისინი 22 მარტს, სპორტის სასახლეში
იმ საათებში გაიმართება, როგორც შაბათს იგეგმებოდა.

ორშაბათსვე გაიმართება პარასკევს რუსთავში დაგეგმილი ამ ტურის პირველი მატჩი:”ენერჯი–ინვესტი” – “დინამო”. ეს შეხვედრა რუსთავის ქიმიკოსთა დარბაზში 12 საათზე დაიწყება.