სუპერლიგის ახალი
სეზონის პირველი ცენტრალური შეხვედრა მოქმედ ჩემპიონ,,დინამოსა’’ და ,,ბათუმს’’ შორის
გაიმართება. თამაშის დაწყებამდე გუნდების მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე
ისაუბრეს.
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი):
მივულოცავ ყველას სუპერლიგის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებ როგორც ფედერაციას,
ისე გუნდებს. ჩვენც ის პრობლემა გვაქვს, რაც სხვა გუნდებს, გვიან დავიწყეთ შეკრება
და ამიტომ რთულია რაიმე კონკრეტულზე საუბარი. ჩემთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დავინახო,
რა კონდიციებშია გუნდი და რა შეუძლია. ბევრი სამუშაო გვაქვს წინ და დღევანდელ თამაშზე
პროგნოზებს ვერ გავაკეთებ.
ლაშა ოჩხიკიძე(,,ბათუმი’’,
ასისტენტი): პირველ რიგში, მეც ვულოცავ სეზონის დაწყებას ყველა გუნდს და მთელ საკალათბურთო
სამყაროს. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, 2 ლეგიონერი დავიმატეთ, ერთი დღეს შემოგვიერთდა
და ვარჯიშიც არ ჩაუტარებია. თუმცა ბიჭები კარგ
განწყობაზე არიან, მოტივაციაც აქვთ, ვიბრძოლებთ შევეცდებით იმედები გავამართლოთ.