ზღვისპირელთა დერბი სოხუმმა მოიგო

ზღვისპირელთა დერბი სოხუმმა მოიგო

ბათუმში დასრულდა  სუპერლიგის მეხუთტე ტურის რიგით მეორე შეხვედრა,
სადაც ერთმანეთს ადგილობრივი ბათუმისა  და სოხუმის  გუნდები დაუპირისპირდნენ.  

მატჩი სოხუმელთა იოლი გამარჯვებით დასრულდა –  88:64.  ,,სოხუმმა” ყველა პერიოდში იმარჯვა, მეტოქეს შანსი
არ დუტოვა და დიდი სხვაობით დაამარცხა ,,ბათუმი რსუ-”ს  გუნდი. ,,სოხუმს” ულიდერა ლავან ფაცაციამ, რომელმაც
40 ქულა, 16 მოხსნა , 5 პასი მიითვალა და  ორმაგი
დუბლის ავტორი გახდა.  ამ შედეგით ფაცაციამ
მიმდინარე სეზონის რეკორდი ორი ქულით გააუმჯობესა, რომელიც აქამდე ასევე სოხუმელ ლაშა
ფარღალავას ეკუთვნოდა (38ქულა).

 რაც შეეხება  ბათუმის გუნდს, მის რიგებში ყველაზე მეტი  16 ქულა მამუკა ბოლქვაძემ დააგროვა.

  შეგახსენებთ,
რომ  რუსთავში  იმარჯვა 
სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელმაც ადგილობრივ  რუსთავს დიდი სხვაობით – 100:73  სძლია.

  სუპერლიგის
მეხუთე ტური ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში გაგრძელდება. ტურის  ცენტრალურ მატჩში  დებიუტანტი ,,ოლიმპი” ,,ქუთაისს” უმასპინძლებს,  16 საათზე ,,დინამო” შინაგან საქმეთა  სამინისტროს, ხოლო ტურის დასკვნით მატჩში ,,არმია”  თსუ-ს დაუპირისპირდება. აღნიშნულ ტურში ტექნიკური უნივერსიტეტი 
ისვენებს.