ჟურნალისტების საყურადღებოდ – გამგეობა გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს

ჟურნალისტების საყურადღებოდ – გამგეობა გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს

ხვალ, 15 ნოემბერს, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომა გაიმართება, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა წესით ჩატარდება 11 დეკემბრის ყრილობა და ვინ იქნებიან დელეგატები.
სხდომის დაწყებამდე, 14 საათზე, გამგეობის წევრები პრეზიდენტობის ოთხივე გამოცხადებულ კანდიდატს – ვლადიმერ ბოისას, კახა შეგელიას, მიხეილ ახვლედიანს და მიხეილ გაბრიჩიძეს შეხვდებიან.
პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრა იქნება ღია. მასმედიის წარმომადგენლებს ვთხოვთ, მობრძანდნენ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფისში ხვალ, 15 ნოემბერს, 14:00 საათზე.