მაკფადენის 20 ქულა მურსიას ბასკონიასთან მოსაგებად არ ეყო

მაკფადენის 20 ქულა მურსიას ბასკონიასთან მოსაგებად არ ეყო

გამორჩეულად დ შედეგიანად ითამაშა თან მაკფადენმა, მაგრამ მისი გუნდი “მურსია” წაგებისგან ვერ იხსნა. მურსიელები ვიტორიაში “ბასკონიას” სტუმრობდნენ და მიუხედავად საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის კარგი თამაშისა, 80:87 დამარცხდნენ.

მურსიაში საუკეთესო მაკფადენი იყო, რომელმაც არასრულ 23 წუთში 20 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 16 გამოდგა. თადმა 2-დან 1 ორქულიანი, 11-დან 5 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. რაც შეეხება რატი ანდრონიკაშვილს, ქართველი კალათბურთელი ამჯერად განაცხადში არ იყო.

მურსია 8 მოგებით და 10 წაგებით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 თებერვალს, სევილიაში ბეტისს დაუპირისპირდება.